არნაუ ტენასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

არნაუ ტენასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

“ბარსა ბ-ს” 20  წლის მეკარეს, არნაუ ტენასს პირველ გუნდში ჯერ ერთი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული და ის უკვე ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.

ლუის ენრიკეს გამოძახებული ჰყავდა “ბრაიტონის” მეკარე რობერტ სანჩესი, რომელმაც ნაკრები პირადი მიზეზების გამო დატოვა. მის ნაცვლად კი ლუჩომ 21 წლამდელთა გუნდიდან არნაუ ტენასს უხმო.

ალბანეთთან გუშინ გამართულ შეხვედრაში ენრიკემ კარში დავიდ რაია გამოცადა. იქნებ ისლანდიასთან არნაუ ტენასს მისცეს შანსი? ნაკრებში მყოფ კიდევ ერთ მეკარესთან, უნაი სიმონთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ის გუნდის პირველი მეკარეა და თუ ენრიკე ამ სანაკრებო პაუზას სხვა მეკარეების საქმეში ხილვისთვის იყენებს…

ბოლო ფეხბურთელი, რომელიც “ბარსა ბ-დან” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მარტინ მონტოია გვახსოვს, თუმცა 2011 წელს ახალგაზრდა მარჯვენა მცველს მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცემია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Albicelecte
    27 მარ 2022, 20:32

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    დე ხეას რას უწუნებს ვერ ვხდები

    ალბათ გვარს, ხეაო და ვერ ვენდობიო smiley

  • nika 54
    27 მარ 2022, 18:08

    ეს ენრიკე მაგარი ექსპერიმენტატორია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    27 მარ 2022, 17:25

    დე ხეას რას უწუნებს ვერ ვხდები

  • EL MAESTRO 6
    27 მარ 2022, 14:16

    რავი ამხანაგურია და იმედია მიეცემა შანსი, არაა ცუდი ტიპი და წარმატებები

  • nikusha
    27 მარ 2022, 13:03

    ციტატა: Don_Andresito
    ისე მონტოიაც კაი დუგლასი იყო. ტენასი კარგი ბიჭია ოღონთ ძაან არასტაბილური. ხან ისეთ ბურთს გაუშვებს… ისე ლუჩო ძაან კულეა, ტიპი ბარსელონელებს ბარსა ბ დანაც კი იძახებს. ეგ რამდენად კარგია არ ვიცი მარა ფაქტია რო ნაკრების ფეხბურთელებისთვის ასეთ სპეციალისტთან მუშაობა დიდი გამოცდილებაა. ბევრი რამის სწავლა შეუძლია ბიჭებისთვის. ბუსი ჯერ კიდევ დონეზე როა მაგის დამსახუურებაა თორე კუმანის ბარსაში ისე ცუდი იყო მინდოდა იმ წამსვე დაემთავრებინა კარიერა.მარა ლუჩოსთან კარგად რო თამაშობდა ვხვდებოდი რო კარგი მწვრთნელი აათამაშებდა გუნდს და ბუსისაც შეეტყობოდა. ისე სხვა ყველა მადრიდისტაა დაწყებული ტებასიდან დამთავრებული მსაჯების 90% ით. და ვიღაც მაინც გვყავდეს კულე

    მთლად დუგლასი არა, ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია იყო.

  • shu1987
    27 მარ 2022, 13:03

    ესეც კარგი ბიჭია, ჩემი აზრით პენია და ტენასია ბარსას კარის მომავალი.

  • nikusha
    27 მარ 2022, 13:02

    ძალიან კარგი, იმედია მიეცემა შანსიც.

  • Don_Andresito
    27 მარ 2022, 12:58