24 წელი ჩავი ერნანდესის დებიუტიდან

24 წელი ჩავი ერნანდესის დებიუტიდან

დღეს, ჩავი ერნანდესის “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტიდან ზუსტად 24 წელი გავიდა – 1998 წლის 24 მარტს, კატალონიის თასის ნახევარფინალში, “ლეიდასთან” 2-1 მოგებულ მატჩში “ბარსას” ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 18 წლისა და 2 თვის ასაკში, პირველად მოირგო.

ასევე, ეს მატჩი საინტერესო რამდენიმე ფაქტის გამო იყო – “ლეიდას” მხრიდან გოლი ტიტო ვილანოვამ გაიტანა, რომელიც, მოგვიანებით, “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელი, პეპ გვარდიოლას ასისტენტი და შემდეგ, “ბარსელონას” მწვრთნელი გახდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ დღეს “ბლაუგრანას” ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა – პორტუგალიელმა აღნიშნული შეთავაზება ლუი ვან გაალისგან (გუნდის იმჟამინდელი თავკაცი) მიიღო.

“ლეიდას” კარში 2 გოლი ჟოფრე მატეუმ გაიტანა.

ბარსას ლეგენდა

ლუი ვან გაალი 18 წლის ჩავის თამაშით მოიხიბლა, 1998 წლის აგვისტოს კი მან, “მალიორკასთან” გასვლით შეხვედრაში, “ბარსას” შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა. კატალონიელებმა ხსენებული დაპირისპირება 1-2 წააგეს, მაგრამ, დებიუტანტმა თავი გოლით გამოიჩინა და კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო.

“ბარსელონაში” ჩავის ანგარიშზე 17 ჩატარებული სეზონი და 767 ოფიციალური მატჩია. “მაესტრო” “ბარსას” ლეგენდარული თაობის ერთი-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მან “ბლაუგრანაში” ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის, 8 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა და 2008-09 და 2014-15 წლების სეზონში დაუვიწყარი ტრებლი მოიგო.

დაბრუნება მწვრთნელის რანგში

2015 წელს “ბარსადან” წასვლის შემდეგ, ჩავი კატალონიურ გრანდში 2021 წლის 20 ნოემბერს, ამჯერად, მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. სადებიუტო მატჩში “ესპანიოლის” 1-0 დამარცხების შემდეგ, გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა, რაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” 4-0 განადგურებით დაგვირგვინდა.

“ბარსელონა” 12 მატჩია, დაუმარცხებელია. ამ დროის განმავლობაში ჩავის შეგირდებმა ისეთი მატჩები შემოგვთავაზეს, როგორებიც, მაგალითად, “ვალენსიასთან” 4-1 მოგება, “ნაპოლისთან” 4-2 გამარჯვება და “ბილბაოს” კარში გატანილი 4 უპასუხო გოლია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    25 მარ 2022, 16:28

    და ეს პირველი თვეებია რაც გუნდს ხელმძღვანელობს, მერე რას იზავს(თუ ტრანფერებმაც ხელი შეუწყო) აზრზე ხართ?

  • XAVI 6-8
    25 მარ 2022, 01:12

    ხო ვამბობ იქ უმეტესობას თავისი სამყარო აქ თქო😁რეალი რო აგებს მიზეზს თვითონ პოულობენ ისეთს რო რეალმა ძალით წააგო ვითომ ესა თი ის მატჩი დაუმარცხებელია რეალი და ჯერავთ რო დაიკიდა თორე მოიგებდნენ.ძაან გასულები არიან😁კიმ ჩინის გადაუჯოკრეს ამ ჩემისებმა😁როგორ უნდა დაიბრმავო თვალები ბარსელონას პროგრესი ვერ დაინახო და ხავის შლანგი ეძახო როცა გადაუარეს ყველას და ყველაფერს რაც ხავი მოვიდა მარა ისეთები აქვთ ნაწერი ვეღარ იგებენ ეხლა რას წერენ ან რა დაწერონ😁ეკიდაო🤦‍♂️🤣

  • gio-rakitich
    25 მარ 2022, 00:50

    ციტატა: Memphis Depay

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    როგორც ფეხბურთელმა უდიდესი ისტორია დაწერა და ახლა ახალი ისტორია უნდა დაწეროს როგორც მწვრთნელმა, სულ ტრებლებს და ზედიზედ მოგებულ ჩ ლიგებს გისურვებ მაესტრო❤💙


    ძმის, სექტა აბობოქრდა, თურმე ეკიდა კარლოს და რეალს კლასიკო, მოტივაცია არ ქონდათ და 3 ქულა გადმოგვიგდეს 😆😆 უკვე საცოდავობაა, ისე კი ვიფიქრებდი რო რამე მსგავს მოთხრიდნენ, იმენა მოლოდინევს აჭარბებენ.


    მე ისიც გავიგე გაყიდული თამაში იყოვო თან ისეთი სასტავი იძახის,აი პირველი მსოფლიო ომის დროს ჟურნალებში რო დაიბეჭედა 11-1 რეალის ვითომ მოგებული კლასიკო,მაგ თამაშზე რო ატკაზზე გადიან რო ჩაწყობით იყო :დდდდ

  • Memphis Depay
    24 მარ 2022, 23:49

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    როგორც ფეხბურთელმა უდიდესი ისტორია დაწერა და ახლა ახალი ისტორია უნდა დაწეროს როგორც მწვრთნელმა, სულ ტრებლებს და ზედიზედ მოგებულ ჩ ლიგებს გისურვებ მაესტრო❤💙


    ძმის, სექტა აბობოქრდა, თურმე ეკიდა კარლოს და რეალს კლასიკო, მოტივაცია არ ქონდათ და 3 ქულა გადმოგვიგდეს 😆😆 უკვე საცოდავობაა, ისე კი ვიფიქრებდი რო რამე მსგავს მოთხრიდნენ, იმენა მოლოდინევს აჭარბებენ.

  • EL MAESTRO 6
    24 მარ 2022, 23:12

    როგორც ფეხბურთელმა უდიდესი ისტორია დაწერა და ახლა ახალი ისტორია უნდა დაწეროს როგორც მწვრთნელმა, სულ ტრებლებს და ზედიზედ მოგებულ ჩ ლიგებს გისურვებ მაესტრო❤💙