“რეალ მადრიდის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ El Chiringuito-სთან საუბრისას “ბარსელონას” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და ნეგრეირას საქმეზე მწვავე კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა ლა ლიგისთვის კატალონიური კლუბის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, მან ესპანური მართლმსაჯულება გააკრიტიკა.
ნეგრეირას საქმე და პარალელი იტალიასთან
მოურინიომ გაიხსენა ესპანეთში მუშაობის თავისი პირველი პერიოდი და აღნიშნა, რომ მაშინვე გრძნობდა გარკვეულ უცნაურობებს:
“სანამ გავიგებდი, რომ ამ ყველაფრის სახელი ხოსე მარია ნეგრეირა იყო, როცა აქ ვიყავი… უკვე ვგრძნობდი რაღაც უცნაურს. არ ვიცოდი სახელი, ვინ იყო ის, უცხოპლანეტელი იყო თუ რა ხდებოდა… უბრალოდ უცნაური იყო.”
მწვრთნელმა პირდაპირი პარალელი გაავლო იტალიურ ფეხბურთში მომხდარ სკანდალთან და აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოებისგან მეტ სიმკაცრეს ელის:
“რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს უბრალოდ უცნაურობა არ ყოფილა. ერთადერთი უცნაური რამ ახლა მართლმსაჯულების სისტემაა. ისინი საკმარისად თამამები უნდა იყვნენ, რათა ამ სიტუაციას თვალი გაუსწორონ. იტალიაში ‘კალჩოპოლის’ დროს ასე მოიქცნენ. თუმცა ლა ლიგას ‘ბარსა’ “სჭირდება”.
სავარაუდოდ, ჟოზე ნეგრეირას აბრალებს იმ არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს, რომლის “გამოც” მან თავისი პირველივე “ელ კლასიკო” 0-5 წააგო.
ლამინ იამალი რეალ მადრიდში
რაც შეეხება კითხვას, ისურვებდა თუ არა “რეალ მადრიდში” ლამინ იამალის ხილვას, ჟოზემ ეს შესაძლებლობა გამორიცხა და თავის ამჟამინდელ მოთამაშეებს სრული ნდობა გამოუცხადა:
“არა. ის დიდებული ფეხბურთელია, პროგრესის დიდი პერსპექტივით. მაგრამ ჩვენ უმაღლესი დონის შემადგენლობა გვყავს. ეს ბიჭები ახლა ჩემი ფეხბურთელები არიან და ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან.”
ვსიო ამან დაიწყო უკვე ბინძრური თამაშები ეს რა საშინელი გუნდია 😅 აი სულ ფეხებხე მკიდია ლიგაც და ლალიგაც ყველაზე მეტად რელიას გაღერძვა მირჩევნია ყველგან და ყოველთვის სადაც დავიჭერთ
პერესის ჩვეულებრივი პოლიტიკა, ანუ ტიპი მწვრთვნელებსაც კი იმ კრიტერიუმით არჩევს, რომ მისი სიტყვა დაიცვან და პოლიტიკა გაიზიარონ, თუნდაც ეს იყოს მათი მთავარი კონკურენტის შეურაცყოფა, დაკნინება და ესე დაუსაბუთებლად და მტკიცებულების არ ქონის შემთხვევაშიც..ამათ მარტო იმ კუნძი ჩუამენის მომენტი უნდა ურტყა სახეში, ესეთი დონის არასწორები როგორ არიან ამათი..დედები მივაცენზურე, მაგ კლუბს როგორ უნდა უგულშემატკივრო, ვერ ვიგებ რააა ჯერ იყო და ფრანკოს გუნდი იყო და ეხლა კიდე ეს პერესი თავისი ვაი პოლოტიკით და დამოკიდებულებით, ამათი ეს საქციელი არი მტკიცებულება, რომ ბარსელონა ძალიან წარმატებული და დიდი კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ ლიგაზე რეალი ამხელა ფორას ფლობს მაინც გრძნობენ, რომ ბარსა მათზე დიდი კლუბია და მაგას ვერ ეგუებიან, ეს მსოფლიო რომ ავიღოთ მარტო მანდ უნდა მორჩეს ლაპარაკი აღარ ვიძახი ესპანეთის 2010 წლის მსოფლიოს..2 ფეხბურთელი ყავდა რეალს და იმას იძახიან დღემდე კასილასი, რომ არ ყოფილიყო ესოანეთი ვერ გაჩემპიონდებოდაო…რა კონტიგენტია ზოგადად ეგ სოციუმი ვერ დავამიღამე, ერთი რამ ფაქტია. ყველაფერს კადრულობენ მოედნის გარეთაც, რომ ბარსაა დააკნინონ არადა მაგით საპირისპიროს ამტკიცებენ..😁😁😁რაც უფრო მეტად შეურაცყოფთ და დააკნინებთ ბარსელონას მით უფრო მტკიცდება ის რომ ბევრად დიდი კლუბია და ბევრად დიდი გავლენა აქ ბარსელონას ფეხბურთზე დღეს ვიდრე რეალს თავისი 15 ლიგით..ისიც საკითხავია რამდენია მაქედან ავთენტური..