დღეს, ევროპა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “გალათასარაის” ესტუმრება.
პირველი თამაშის უგოლოდ დასრულების შემდეგ, “ბარსას” მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება მეტოქის მოედანზე მოუწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ეს “ნაპოლისთან” მოხდა. ძალიან უცნაური იქნება, თუ ეს “ბარსელონა” ამ “გალათასარაის” ორიდან ვერცერთ თამაშს ვერ მოუგებს.
სათამაშო ფორმა
თანდათან, ლა ლიგაში მეორე ადგილს მივუახლოვდით. შესაძლოა, მომდევნო ორი თამაში (“რეალი”, “სევილია”) გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ადგილი ჯერ ოთხეულშიც არ გვაქვს გარანტირებული. ამიტომაც, “ელ კლასიკოს” წინ, გამარჯვების მოპოვება კარგი განწყობის შენარჩუნებისთვისაც აუცილებელია.
სავარაუდოდ, სტამბოლში ის თამაში გაგრძელდება, რომელიც “კამპ ნოუზე” ვნახეთ – “ბარსას” სრული პოზიციური უპირატესობა, თურქები მთელი გუნდით დაცვაში. ასეთ მომენტებში ინდივიდუალური ოსტატობა მნიშვნელოვანი იარაღი ხდება, ბევრ შორეულ დარტყმას ველით.
მეტოქე აქცენტს კვლავ კონტრშეტევებზე გააკეთებს, ამიტომაც კარგი პრესინგი დაგვჭირდება, ისეთი, როგორიც “ნაპოლისთან” თამაშებში ვიხილეთ.
მეტოქე
ყველასთვის მოულოდნელად, “გალათასარაიმ”, კარგად ორგანიზებული დაცვის წყალობით, “კამპ ნოუზე” 0-0-ის შენარჩუნება მოახერხა. “გალასთვის” სეზონი ჩავარდნილია, “ბარსელონას” გამოგდება კი წლევანდელ წარუმატებლობას გარკვეულწილად გადაფარავს. ამიტომაც, დღეს, “გალათასარაის” “სეზონის თამაში” აქვს.
მათ შუა კვირაში “ბეშიქთაშის” დამარცხება შეძლეს. დომენეკ ტორენტის დანიშვნის შემდეგ, გუნდმა რამდენიმე თამაშის მოგება მოახერხა და გასავარდნ ზონას 8 ქულით დაშორდა.
“გალათასარაიში” არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის “ბარსელონას” ყოფილი და მოქმედი მოთამაშეებიც არიან: ინიაკი პენია (განათხოვრებული), არდა თურანი, ბაფეტიმბი გომისი, სოფიან ფეგული, რაიან ბაბელი, პატრიკ ვან აანჰოლტი და სხვა.
მწვრთნელები მატჩის წინ
ჩავი ერნანდესი:
დომენეკ ტორენტი:
დანაკლისი
“ბარსას” მხრიდან, ტრავმის გამო, დღევანდელ თამაშს ანსუ ფატი, სამუელ უმტიტი და სერჟი რობერტო გამოტოვებენ. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, დანი ალვესი ევროპა ლიგაზე რეგისტრირებული არ არის.
დემენეკ ტორენტს კი მხოლოდ არდა თურანი დააკლდება.
არბიტრი
“გალათსარაისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას 46 წლის იტალიელი დანიელე ორსატო განსჯის.
კარიერის განმავლობაში ორსატო თამაშში საშუალოდ 27.5 ჯარიმასა და 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.
“ბარსელონას” შეხვედრაში იტალიელს მონაწილეობა სულ 2-ჯერ მიუღია. 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა “სელტიკი” სტუმრად 2-0 დაამარცხეს, მიმდინარე სეზონში კი, ასევე ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე სტუმრად, “ბლაუგრანა” “ბენფიკასთან” 0-3 განადგურდა. პირველ შემთხვევაში ორსატომ “ბარსას” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ლისაბონში კი პენალტი ჩვენ კარში დანიშნა, მოგვიანებით კი ერიკ გარსიას წითელი ბარათი უჩვენა.
“გალათასარაის” შეხვედრაში ორსატომ ერთხელ იმსაჯა. 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თურქები საკუთარ კედლებში “რეალთან” 0-1 დამარცხდნენ. იტალიელს იმ შეხვედრაში არც წითელი ბარათი უჩვენებია და არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “გალათასარაის” ერთმანეთის წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშიათ, აქედან 8 მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, ერთი კი ევროპა ლიგაზე – 5 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება, ბურთების შეფარდება – 14-6.
“ბლაუგრანასა” და თურქული კლუბების ურთიერთდაპირისპირების ისტორიას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
საინტერესო ფაქტები
- ბოლო 7 მატჩიდან “გალათასარაიმ” მხოლოდ 1 წააგო. მანამდე გუნდს 6-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა.
- “გალათასარაი” ევროპა ლიგის ბოლო 11 შეხვედრაში (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით) დაუმარცხებელია.
- “ბარსელონა” ევროპა ლიგის/UEFA-ს თასის ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ 1-ში დამარცხდა.
- 2000 წელს, ევროპა ლიგის (UEFA-ს თასის) გამარჯვებული “გალათასარაი” გახდა. ფინალში “გალამ” “არსენალს” მოუგო.
სავარაუდო შემადგენლობები
Whoscored:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ფ. დე იონგი, პედრი, ნიკო – ტრაორე, ტორესი, დეპაი
“გალათასარაი” | 4-2-3-1
პენია – ბოეი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – ანთალიალი, ქუთლუ – ბაბელი, ფეგული, აქთიურქოღლუ – მოჰამედი
Marca:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, პედრი, ფ. დე იონგი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი
“გალათასარაი” | 4-2-3-1
პენია – ბოეი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – ანთალიალი, ქუთლუ – ქილინჩი, ფეგული, აქთიურქოღლუ – მოჰამედი
SofaScore:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ფ. დე იონგი, პედრი, ნიკო – ტრაორე, ტორესი, დეპაი
“გალათასარაი” | 4-2-3-1
პენია – ბოეი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – ანთალიალი, ქუთლუ – ბაბელი, ფეგული, აქთიურქოღლუ – მოჰამედი
SportsMole:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, პედრი, ფ. დე იონგი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი
“გალათასარაი” | 4-2-3-1
პენია – ბოეი, ნელსონი, მარკაო, ვან აანჰოლტი – ანთალიალი, ქუთლუ – ქილინჩი, ფეგული, აქთიურქოღლუ – მოჰამედი
პროგნოზი
90min: გალათასარაი 0-2 ბარსელონა
SportsMole: გალათასარაი 1-2 ბარსელონა
Sportskeeda: გალათასარაი 1-2 ბარსელონა
WhoScored: გალათასარაი 1-2 ბარსელონა
ტრანსლაცია
თამაში, თბილისის დროით, 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3, აჭარასპორტ 1 და silksport.ge გვთავაზობს.
შემდეგ ტურში გაგვიყვანა, და ამოტენვა სხვა დროს იყოს.
lukaaa,
Კიდევ იგივენაირად ფიქრობ არაუხოზე ძმაო? Ვისაყენებ მაგას თუარა? Ვინაა მაგაზე სწრაფი? Და ფიზიკურად ძლიერი? Სულელურად საუბრობ არაუხოზე. Ბოდიშის მოხდით კვლავ. Ტეხავს ეგეთი დამოკიდებულება იმედებს მაგაზე თუარა ვისზე ამყარებ?
La Pulga10,
არაუხო დღეს უნდა ეგდოს ასნავნოიში,რეალთან თუ ეგ დადგა ის ზანგი ათრევს ისევ
ეს სელჩუკი დამპლები ფეხებს დაგვატეხავენ დღეს ხოვიცი,ამიტო ჩავიმ რაღაცა უნდა მოიფიქროს და ძალები გადაანაწილოს,რო რეალთან მართლა არაუხოს იმედზე არ დავრჩეთ დაცვაში,რთული თამაში იქნება და იმედია გავალთ,აქ კარგი შედეგი კლასიკოზე კარგ ხასიათს ნიშნავს ამიტო დღეს მოგება აუცილებელზე აუცილებელია მაგრამ ძალიან რთული
მე არაუხოს მაინც არ გავრისკავდი ამ თამაშში და რეალისთვის დავასვენებდი,შეიძლება ბოლოსკენ შეყვანა.გავის დავასვენებდი და დე იონგს დავაწყებინებდი,მეორე ტაიმში პედრის გავიყვანდი და ნიკო შემოვიყვანდი.ბუსის დასვენებაც მოსულა მეორე ტაიმში,ან სათადარიგოდან დაწყება.მე ასეთ სასტავს დავაყენებდი:
———შტეგო——–
დესტი–გარსია–პიკე–ალბა
ფრენკი–ბუსი–პედრი
დემბელე–ობამა–ტორესი
თუ დამაჯერებლად ვიგებთ,მეორე ტაიმი:
პედრი-გავი
ბუსი-ნიკო
ტორესი-ტრაორე
პიკე-არაუხო
ალბა-მინგესა
(მოხუცები დავასვენოთ)