workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავისა და ობამეიანგის პრესკონფერენცია გალათასარაისთან მატჩის წინ

ჩავისა და ობამეიანგის პრესკონფერენცია გალათასარაისთან მატჩის წინ

“გალათასარაის” წინააღმდეგ ხვალ გასამართი მატჩის წინ, ჩავი ერნანდესი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი პრესკონფერენციას მართავენ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

ამ დაპირისპირებისთვის მხად ვართ. ვიცით, რა გველოდება და აქ მოსაგებად ჩამოვედით, რადგან ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პერფორმანსს ვაჩვენებ. ამ კლუბში, რომელსაც ბევრი ტალანტი ჰყავს, ყველაფერი მარტივია.

“ბარსაში” ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშით თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ “არსენალში” მარცხენა ფლანგზე ასპარეზობაც ძალიან კარგად გამომდიოდა.

ჩავიმ იცის, რა შემიძლია. პრესინგზე, ინტენსიურ თამაშსა და პატარა სივრცეების ათვისებაზე ბევრს ვმუშაობთ.

“გალათასარაიმ” “კამპ ნოუზე” თავი კარგად დაიცვა. ახლა ვიცით, გასამარჯვებლად რა უნდა გავაკეთოთ. მატჩისათვის მზად ვართ.

დემბელე კარგად ვარჯიშობს, ენთუზიაზმი ეტყობა და შესანიშნავად თამაშობს. მასში ეჭვი არ მეპარება, რადგან ფრანგს წლებია, ვიცნობ. ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უსმანი ბედნიერია.

დემბელეს ველაპარაკე. მომავალი მისი გადასაწყვეტია. ვნახოთ, რა მოხდება. უსმანის დარჩენა გამიხარდებოდა, რადგან მასთან თამაშით თავს კარგად ვგრძნობ.

ბაფეტიმბი გომისს (“გალათასარაის” თავდამსხმელი) თავისი კარიერისა და პიროვნების გამო დიდ პატივს ვცემ. ის დიდი ხნის წინ გავიცანი. გომისი ძალიან კარგი ადამიანია.

სწრაფი ადაპტაცია? ამას ველოდი, რადგან გულმოდგინედ ვვარჯიშობდი და მინდოდა, თავიდანვე კარგად დამეწყო. ამით ბენდიერი ვარ. თანაგუნდელების მხარდაჭერა ყველაფერს აადვილებს.

იმ მუშაობითა და ვარჯიშით, რომელსაც ახლა ვაკეთებთ, ფორმის შენარჩუნებას შევძლებ. ვიმედოვნებ, ასეც მოხდება.

ჩავი ერნანდესი

ხვალ ფინალია. გვსურს, ვაჩვენოთ, რომ ევროპაში კვლავ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ.

ისეთივე სიტუაციაში ვართ, როგორშიც “ნაპოლისთან” ვიყავით. მოგვიწევს, ისეთი შეხვედრა ჩავატაროთ, როგორიც იტალიურ კლუბის წინააღმდეგ ნეაპოლში გავმართეთ.

ვფიქრობ, პირველი მატჩის მსგავსად, მეტოქე თავს დიდი ძალებით დაიცავს. შეტევაში მოქმედება უნდა გავაუმჯობესოთ.

“ელ კლასიკო”? ახლა მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვართ ფოკუსირებულნი. “რეალთან” მატჩზე ფიქრის დროც გვექნება. 

ბუსკეტსი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია – ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. სერხიო გუნდს ბევრს აძლევს და ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის ჩვენი ლიდერი და კაპიტანია. ვნახოთ, ბუსკეტსს მომავალ ორივე მატჩში სასტარტოში დავაყენებ თუ არა.

ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა ფინალია, მაგრამ, ასევეა მეტოქისთვისაც. 

ჩვენი მთავარი მიზანი, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა, ევროპა ლიგის მოგება კი ამის მიღწევაში დაგვეხმარება. გვსურს, ევროპას ჩვენი ძალა ვაჩვენოთ.

მბაპე და ჰოლანდი “რეალში”? ტრანსფერებზე წინასწარ ვსაუბრობთ… ამაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. ფეხბურთში გუნდი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ფეხბურთელები.

Spotify-სთან შეთანხმებით ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს კლუბისთვის პოზიტიური სიახლეა. Spotify მნიშვნელოვანი და თანამედროვე ბრენდია.

ლუი ვან გაალმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. “ბარსაში” მას სათანადოდ არ აფასებენ. ნიდერლანდელი იმ საკითხებზე მუშაობდა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ. ვან გაალი მუდამ ფიქრობდა და შრომობდა. ლუი იმის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მწვრთნელი. 

ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა სტაბილურები და უფრო ძლიერები გავხდეთ. საკმაოდ განვვითარდით, რაც შედეგებზე აისახა, მაგრამ საქმეს განვაგრძობთ.

“გალათასარაისთან” პირველ მატჩში როტაციას მივმართე, რადგან ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებოდათ.

ზეწოლა მომწონს. ეს სიტუაცია მოთამაშებსაც ხიბლავთ. ხვალინდელი მატჩის მსგავსი თამაშები შესაძლებლობაა. ეს “ნაპოლისთან” მეორე შეხვედრას ჰგავს – იტალიაში ძალიან კარგად ვითამაშეთ.

გუნდს ბევრი რამ ვუთხარი. თურქებთან მატჩის პირველ ნახევარში ინტენსივობა ვერ ვაჩვენეთ. სხვაობა “ოსასუნასთან” კიდევ უფრო გამოჩნდა – სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს პამპლონელთა წინააღმდეგ და ნეაპოლში გავაკეთეთ.

ვიცით, რომ ამ სტადიონზე თამაში რთულია და თურქი ფანები ბევრს ხმაურობენ. ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება და მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს. მეტოქეს პატივს ყოველთვის ვცემთ, მათ დონესა და მწვრთნელს კარგად ვიცნობთ. 

ყველაფერი კარგად გავაანაზილეთ და ხვალ განსხვავებულად შევუტევთ. პირველ შეხვედრაში ისინი თავს კარგად იცავდნენ და მეკარეც შესანიშნავი იყო.

ბოლო სამ მატჩში გუნდმა უამრავი გოლი გაიტანა და კარი მშრალად სამჯერ შეინახა? სწორედ ამ ასპექტების გაუმჯობესებას ვცდილობთ. ასე გაგრძელება გვსურს.

იმ მოთამაშეებისთვის, რომელბიც ხვალ ითამაშებენ, სპეციალური გეგმა უნდა შევადგინოთ, რათა ისინი “ელ კლასიკოსთვის” მზად იყვნენ.

როცა იგებ, თავდაჯერებულობა გვემატება. როცა აგებ, პირიქით. ეს ნორმალურია.

შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 21:45 საათზე, თურქეთში აიღებს. მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3 გვთავაზობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • KING_BARCA
    schedule 17 მარ 2022, 18:31

    ობამეიანგი როგორი სწრაფია და ისეთ მომენტებში როცა გგონია რო ბურთს ვერც გაეკარება შეიძლება გოლიც გაიტანოს, გული მომიბრუნდა, აქ შემოსვლა აღარ მინდოდა ხოლმე ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ მაესტრომ სახე და ფერი უცვალა ყველაფერს, და ჯერ ყველაფერი კიდე წინარის…ძაან მჯერა….

  • nika 54
    schedule 17 მარ 2022, 16:55

    შემდეგ ტურში გასვლას ველი..

  • nikusha
    schedule 17 მარ 2022, 00:11

    პერფომანს და ბრდღვნას ველი გალას წინააღმდეგ

  • DesmondHume
    schedule 16 მარ 2022, 23:09

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》

    ციტატა: DesmondHume
    ჩავის კომენტარი მხოლოდ ჩემთან არ ჩანს?


    ჯერ არ უთარგმნიათ და მალე დაიდება, განახლებადიო რომ წერია ანუ ჯერ არ დაუსრულებიათ ინტერვიუ


    უი განახლებადი როა არ მიმიქცევია ყურადღება. გაიხარე <3

  • shu1987
    schedule 16 მარ 2022, 21:28

    აუცილებლად მოსაგებია ეს თამასი და აუცილებელია სწრაფი გოლი რომ გალამ ზონები გახსნას და ამოვტენოთ, თორე ყრუ დაცვა თუ ითამაშეს ძაან გაჭირდება გოლის გატანა..

  • Memphis Depay
    schedule 16 მარ 2022, 20:51

    აუ ამ მესიზი და.ა რო დაიწყეს, როჟამ ბოლო წლებში მარტო გვათრია და ფაქტია შეეტყო რა, არადა 2019-ში ლამის ფინალამდე მიგვათრია და ეგ ლიგა რო ვერ მოვიგეთ მაგრად ტეხავს იმენა, ბოლო წლებში რონალდო გაპარპაშებული იყო იმიტო რო გარშემო კროსი, ლუკა, მარსელო რო გამარაჰებს მარტივიᲐ, მესის კიდე გომწშები და ეგეთი როჟები ჰყავდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 მარ 2022, 20:41

    ციტატა: DesmondHume
    ჩავის კომენტარი მხოლოდ ჩემთან არ ჩანს?


    ჯერ არ უთარგმნიათ და მალე დაიდება, განახლებადიო რომ წერია ანუ ჯერ არ დაუსრულებიათ ინტერვიუ

  • DesmondHume
    schedule 16 მარ 2022, 20:37

    ჩავის კომენტარი მხოლოდ ჩემთან არ ჩანს?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მარ 2022, 20:33

    ძაან კლასნი ხარ ობა❤️❤️