workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ოსასუნას მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

ბარსელონა-ოსასუნას მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 28-ე ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა და “ბარსელონასა” და “ოსასუნას” შორის გასამართი დაპირისპირების არბიტრიც გაირკვა.

კვირას “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.

ბენგოეჩეა 35 წლისაა. ის 2009 წლიდან მსაჯობს, 2011 წელს ლა ლიგა 2-ში, 2015 წელს კი ლა ლიგაში დაწინაურდა. 2018 წლიდან ის FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა მატჩში საშუალოდ 25.9 ჯარიმასა და 0.26 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.75 ყვითელ და 0.16 წითელ ბარათს უჩვენებს. ლა ლიგის მსაჯებს შორის ის თამაშში საშუალოდ ნაჩვენები ყვითელი ბარათებით მე-13, ხოლო წითელი ბარათებით მე-19 ადგილზეა.

“ბარსელონას” შეხვედრის მთავარი მსაჯი ბენგოეჩეა 20-ჯერ ყოფილა. კატალონიელებმა 15 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. ამ არბიტრის კარიერაში მოგების ყველაზე მაღალი, 75%-იანი მაჩვენებელი სწორედ “ბარსას” აქვს. ამ 20 შეხვედრაში ბენგოეჩეამ 6 წითელი ბარათი აჩვენა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო “ბარსას” საწინააღმდეგოდ, ხოლო 6 თერთმეტმეტრიანიდან ყველა “ბლაუგრანას” სასარგებლოდ დაინიშნა.

“ოსასუნას” შედეგი, რა თქმა უნდა, უფრო მოკრძალებულია. 10 თამაშში პამპლონელებს 3 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. 2-2 წითელი ბარათი და თერთმეტმეტრიანი “ოსასუნასა” და მის მეტოქეებზე თანაბრად მოდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Jemo-barca
    schedule 14 მარ 2022, 15:40
    #5

    ჯეკა არ უკბინო :დ

    და ამ მსაჯის დედაც

    ეჰ რა კარგი იყავი სუარეს

    არ უნდა გაეშვი ამ სირთაოზ ბართუშას

    რაიქნება ერთი მაგარი ტრიო შეიკრას კიდე

  • nika 54
    schedule 11 მარ 2022, 13:14
    #4

    ამას მადრიდელები კულეს ეძახიან. დასანახად ეზიზღებათ.

  • Albicelecte
    schedule 10 მარ 2022, 21:03
    #3

    ბასკი ბასკის ტყავს დახევს? ბენგოჩეა ბასკია barca-6

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 მარ 2022, 18:52
    #2

    ჯეკა რა კაცია😀😀🤣

  • serafime
    schedule 10 მარ 2022, 17:08
    #1

    Რა ფოტოა 🤣🤣