ინგლისური “ვულვზი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, რიკი პუჩის დამატებითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
დიდი ალბათობით ზაფხულში პუჩს ბევრი მსურველი ეყოლება. საფეხბურთო სამყაროსთვის მისი ტალანტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ აშკარაა, რომ მას “ბარსას” სხვა ნახევარმცველებისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით 22 წლის ესპანელის სამსახურით პირადად “ვულვზის” დამრიგებელი ბრუნუ ლაჟია დაინტერესებული.
“ბარსელონასთვის” “ვულვზი” კარგი ვარიანტია, რადგან კატალონიელებს ამ გუნდიდან ადამა ტრაორე იჯარით ჰყავთ აყვანილი და მისი გამოსყიდვის სურვილიც აქვთ, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული 30 მილიონის გადახდა არ უნდათ. ინგლისელებს “ბარსადან” ფრანსიშკუ ტრინკაუ ჰყავთ იჯარით აყვანილი და არაა გამორიცხული, გუნდებმა ფეხბურთელები უბრალოდ გაცვალონ, მაგრამ პორტუგალიელი “ვულვზის” იმედებს დიდად ვერ ამართლებს და არაა გამორიცხული, ინგლისურმა გუნდმა ამ გაცვლაზე უარი თქვას. სწორედ ამ შემთხვევისთვის ჭირდება “ბარსას” რიკი პუჩი – ადამა ტრაორეს ტრანსფერისთვის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი ერნანდესი რიკი პუჩით კმაყოფილია, მაგრამ “ბარსელონაში” თავი იმდენმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა მოიყარა, რომ რიკის საჭირო სათამაშო დროის მიღება ძალიან გაუჭირდება.
გასაშვებია
ცოდოა ეს ბიჭი, დაბადებიდან სკამზე ზის, გაუშვით რააა…
ჭკვიანურია.
ნებისმიერი პორტუგსლიური გრანდი გადაიხდის ტრინკაოში 25-30 მილიონს. ადამა სულ 30 ღირს. პუჩსაც 10-15 ად გავყიდით. ან იჯარით წავა. პუჩი პრემიერ ლიგაში კიდე რავი აი საცოდაობა იქნება. დარჩეს ლა ლიგაში. ბეტისში ან იქნებ სევილიაშიც გაქაჩოს.
რავი ადამა ისე თამაშობს რომ პუჩიც და ტრინკაოც, ორივე მივცეთ ამის სანაცვლოდ