იტალიელებმა პიანიჩი-არტურის გაცვლაში დარღვევები ვერ აღმოაჩინეს

იტალიელებმა პიანიჩი-არტურის გაცვლაში დარღვევები ვერ აღმოაჩინეს

2020 წლის ზაფხულში “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის განხორციელებულ ორ ტრანსფერში იტალიურმა საგამოძიებო ორგანოებმა დარღვევები ვერ აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას La Republica-ზე დაყრდნობით Mundo Deportivo ავრცელებს.

“იუვენტუსმა” და “ბარსელონამ” რეალურად მირალემ პიანიჩი და არტური გაცვალეს და იტალიურმა კლუბმა ესპანელებს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუმატა. დე იურე კი ეს გარიგება გაფორმდა, როგორც არტურის “ბარსადან” “იუვეში” 72 მილიონად (+10 მილიონი ბონუსები) და პიანიჩის ტურინიდან კატალონიაში 60 მილიონად (+5 მილიონი ბონუსები) გადასვლა. ტრანსფერის ასე გაფორმებამ იტალიაში კითხვები გააჩინა და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ როგორც გაირკვა, დარღვევები არ დადასტურდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით იტალიელი გამომძიებლების მიერ დადებული შედეგის მიუხედავად ამ ტრანსფერს ბარსელონას პროკურატურა მაინც შეისწავლის. იგივე ბედი ელის 2019 წელს “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის მეკარეების, ნეტუსა და იასპერ სილესენის იმავე პრინციპით გაცვლის ოპერაციასაც.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • me da barca
    02 მარ 2022, 21:46

    მოაყომარეს?

  • nika 54
    02 მარ 2022, 13:52

    სუფთად მუშაობდა ბართუშა, კვალს არ ტოვებდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    02 მარ 2022, 00:13

    ყველაზე ცუდი ბარტერია

  • M10 S9 D11
    01 მარ 2022, 18:06

    ვაფშე რატო გავცვალეთ? აუ ხავი რას მოხოდავდა არტურს იმენა მონსტრს დააყენებდა