workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამონ პლანესი: პედრის ტრანსფერის ფასი 20 მილიონს არ გადააჭარბებს

რამონ პლანესი: პედრის ტრანსფერის ფასი 20 მილიონს არ გადააჭარბებს

“ბარსელონას” ყოფილი სპორტული დირექტორი, რამონ პლანესი პედრიზე საუბრისას აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს “ლას პალმასიდან” მისი შეძენა 20 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება.

რიცხვების გასაჯაროება არ მიყვარს, მაგრამ, რაც ვიცი, არ ვფიქრობ, რომ მისი ტრანსფერი 20 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება, ყველა საბონუსო პირობა ვერ შესრულდება.

როდესაც პედრი გადმოვიდა, ვფიქრობდით, რომ კლუბს იჯარით დატოვებდა, რადგან ბევრი შემოთავაზება არსებობდა, მაგრამ კუმანს მისი ტალანტის შესამჩნევად მხოლოდ ორი ვარჯიში დასჭირდა. მან გვითხრა, რომ პედრი პირველ გუნდთან უნდა დარჩენილიყო.

ლისაბონში წაგებული თამაშიდან (2-8) ორ დღეში, “ბაიერნი” პედრის თაობაზე დაგვიკავშირდა. ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ შანსი არ არსებობდა.

– თქვა პლანესმა Marca-სთან ინტერვიუში.

პირველივე სეზონში პედრიმ ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” შემადგენლობაში თავის დამკვიდრება შეძლო. იგი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად რამდენიმე ორგანიზაციამ დაასახელა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2022, 15:00
    #6

    მე ეს უკვე ნაყიდიც კი მეგონა. იმედია უკან არ წაგვართმევენ. ისე სათაურს რო დავხედე მეგონა ბარსა ყიდიდა 20 მილიონად. bowtie

  • shu1987
    schedule 23 თებ 2022, 19:42
    #5

    20-იც რო დაჯდეს ეს ბიჭი ნამდვილად მეტიც ღირს, სადაც დემბელე კოუტინიოში სამასი მილიონი გადაყარეს პედრის 20 ლიმონი ნაჩუქარია..

  • Albicelecte
    schedule 23 თებ 2022, 15:52
    #4

    როდინდელი სტატიაა? ეს ბიჭი ინიესტობაზე იქაჩება და ამის 20 მილიონად ყიდვის ამბებზე ვსაუბრობთ?!

  • Barca_MNS
    schedule 23 თებ 2022, 15:34
    #3

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    რა პირობააა ამნაირი რომ ვერ შესრულდება


    საწყის წლებში მოგებული ტროფეები იქნება ან რამე ეგეთი :დ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 23 თებ 2022, 15:32
    #2

    რა პირობააა ამნაირი რომ ვერ შესრულდება

  • La Pulga10
    schedule 23 თებ 2022, 15:23
    #1

    წადი გაასხი შენ