workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაიგე მეტი ბარსელონაზე #12

გაიგე მეტი ბარსელონაზე #12

Barcamania.ge გთავაზობთ რუბრიკას, რომლის საშუალებითაც “ბარსელონას” გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:

რამდენი გოლი აქვს ბარსელონას ლა ლიგაში გატანილი?

ლა ლიგის არასრულ 91 სეზონში ბარსელონას 6296 გოლი აქვს გატანილი, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე რეალია, რომელიც ბარსას მხოლოდ 7 გოლით ჩამორჩება. მესამე ადგილზე ბილბაოა 4823 გოლით.

რომელია ბარსელონას რეკორდული ტრანსფერები?

ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი უსმან დემბელეა, რომელშიც კატალონიელებმა 140 მილიონი ევრო გადაიხადეს. მეორე ადგილზე 135 მილიონი ევროთი ფილიპე კოუტინიო მოდის, ხოლო მესამეზე 120 მილიონით ანტუან გრიზმანი.

რაც შეეხება წამსვლელებს – ნეიმარის პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გადასვლა არათუ ბარსასთვის, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მეორე ადგილზე არტურია, რომელშიც იუვენტუსმა 76 მილიონი გადაგვიხადა. მესამე პოზიციას 60 მილიონით ლუიშ ფიგუ იკავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 11 თებ 2022, 17:03
    #4

    ამისთანა უტვინო კონტრაქტები ალბათ არავის არ გაუკეთებია.

  • Albicelecte
    schedule 11 თებ 2022, 12:52
    #3

    ეს 3 ტრანსფერი დაახლოებით 400 ლიმონი დაჯდა, ამას დამატებული +10 ლიმონიანი ხელფასები და უმთითის ბარგად გადაქცევა;
    ამის გამო ეკუთვნის ბართომეუს ჯერ ციხე და მერე მადრიდში გადეპორტება, კატალონიაში ცხოვრების 20 წლიანი აკრძალვით rage

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 თებ 2022, 08:07
    #2

    კოუტინიო ყველაზე ძვირიანი შენაძენი იყო ასე მახსოვდა… მგონი 145 მილიონი დაჯდა სულ🙃 ასე მახსოვს

  • me da barca
    schedule 11 თებ 2022, 07:28
    #1

    დემბელე 105 და კოუტინიო 145 რატომ მეგონა?! ბონუსებმა აწია 140-მდე?