გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებულ საეჭვო და მაღალ საკომისიოებზე შიდა გამოძიება დაიწყო. კატალონიური კლუბი ფრანგი თავდამსხმელის შეძენისას დაფიქსირებულ ფინანსურ დეტალებს სწავლობს.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ადვოკატია, რომელმაც გარიგებიდან საკომისიოს სახით, სავარაუდოდ, 1.5 მილიონი ევრო მიიღო. აღნიშნული თანხის წარმომავლობა და მიზნობრიობა კლუბის ხელმძღვანელობაში სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
როგორც El Periodico-ს ჟურნალისტი ხესუს ალბალატი იუწყება, პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის “ბარსელონა” საქმის ფარგლებში ჩვენების მისაცემად თავად ანტუან გრიზმანის დაბარებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა გამოძიება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
რამხელა ზარალი მოგვიტანა ამ კაცმა, და როგორ გვიხმარა სერესომ იმ არაკაცმა, ეხლა ისევ იბრიქება ალვარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია და მომავალ წელსაც ჩვენთან იქნებაო. მოინდომოს ფეხბურთელმა და რას იზავს ეს დავინახავთ.
ბარსასთან თამაშამდე უნდა დაგებარებინათ და მერე ჩაგეკეტათ :დ
არადა რა იმედები გვქონდა ამაზეც. დემბელეზეც და კოუზეც…
დემბელეს და კოუტინიოს ტრანსფერებზეც არ ექნებათ ცოტა მოტეხილი ზოგი აგენტებს და ზოგი კლუბების ხელმძღვანელობას