“ბარსელონა” პირველი გუნდის გაძლიერებასთან ერთად მომალზეც ფიქრობს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკვირდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ინტერესთა სფეროში 6 თინეიჯერია, რომლებიც ბრაზილიურ კლუბებში ასპარეზობენ.
კაიკი ფერნანდესი და ანგელო გაბრიელი
“ბარსელონა” “სანტოსის” 2 ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდას ყურადღებით აკვირდება. კაიკი 18 წლის ცენტრალური მცელია და მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის საჭირო ყველა თვისებით გამოირჩევა.
17 წლის ანგელო გაბრიელი მემარცხენა გარემარბია, რომელიც ტექნიკითა და დრიბლინგის უნარით გამოირჩევა და მოედნის ორივე მხარეს შეუძლია თამაში. მას პროფესიონალურ დონეზე უკვე არაერთი რეკორდი ეკუთვნის. კაიკიცა და ანგელოც “სანტოსის” პირველი გუნდის წევრები არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “ბარსას” მათი შეძენისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეუძლია.
ენდრიკი და “მესინიო”
ენდრიკი, რომელიც “პალმეირასის” 20 წლამდელთა გუნდში თამაშობს, მხოლოდ 15 წლითაა, თუმცა მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა უკვე მოახერხა. მისი დამატებით, “ბარსელონას” გარდა, სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან. ერთ-ერთ მატჩში, რომელსაც სწორედ ენდრიკზე დასაკვირვებლად, “ბარსას” სკაუტი აკვირდებოდა, მან ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა. 15 წლის ტალანტი “ბლაუგრანას” მიმართ სიმპათიას გამოხატავს.
“პალმეირასის” კიდევ ერთი ტალანტი, ესტევან ვილიანი, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა, მსოფლიო ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში მოექცა, როდესაც კომპანია Nike-სთან პროფესიული ხელშეკრულება გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ხშირად ლიონელ მესისაც ადარებენ და ზედმეტ სახელად “მესინიოს” ეძახიან. გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონას” შეთავაზება ენდრიკისა და “მესინიოს” შეძენა და 18 წლამდე მათი “პალმეირასში” დატოვება იქნება.
ანდრეი დოს სანტოსი
სანტოსი 17 წლის საყრდენი ნახევარმცველია და “ვასკო და გამას” 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს. იგი ფიზიკურად ძლიერია, თავით კარგად თამაშობს და ჩამშლელის ფუნქციებს მშვენივრად ასრულებს.
ბრენო მელო
16 წლის ბრენო მელო “გრემიოს” 17 წლამდელთა გუნდში თამაშობს. იგი ბრაზილიაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, რომელიც ბურთის კონტროლითა და დრიბლინგით გამოირჩევა. მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონია. გავრცელებული ინფორმაციით, მელოს აგენტი ბარსელონაში იმყოფებოდა და ჟოან ლაპორტასაც შეხვდა.
მართლა მადა ჭამაში მოდისო აი, ვეღარ ჩერდება ლაპორტა.
კაიაკს და ენდრიკს გამოვყოფდი აქედან. დოს სანტოსიც არაა ცუდი კარგ პასებს ჩითავს.
სანტოსის ცენტრალური მცველი კაიკი და პალმეირასის შემტევი ფორვარდი ენდრიკი ეგ ორი უნდა წამოიყვანონ ლამასიაში
ფურცელზე ყველა კარგია, საქმეში ვნახე ხვალ…
მთლად შახტარიზაციაც არაა მო,გჰებიანი;
ნუ 2, მაქსიმუმ 3 ბრაზილიელი შეიძლება გუნდში, (აქედან 1 სკამზე)
აი ის მწვანე რო აცვია ადრიანოსავით ჩადგმული ტიპია ეგ კი და ნუ ბოლოც არვიცი ვინაა მარა მაინც. მთავარი ფოტოთი ვამობ. დანარჩენები ფარფატა პრპლები არიან მეორე კოუტინიოები ინგლისში როა მათი ადგილი
ენდრიკი გვჭირდება და ამ ზაფხულსვე თუნდაც ჰალანდის დათმობის სანაცვლოდ უნდა მოვიყვანოთ.
კაიკი ფერნანდესი ამ ბარსაში უპრობლემოდ დამკვიდრდება ძირითადში