workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სოლიდური ბონუსი Nike-სგან: რა თანხას მიიღებს ბარსა ქალთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში

სოლიდური ბონუსი Nike-სგან: რა თანხას მიიღებს ბარსა ქალთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში

“ბარსელონას” ქალთა გუნდი ოსლოში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, სადაც “ლიონს” დაუპირისპირდება. გარდა პრესტიჟისა და მორიგი ტიტულისა, ამ მატჩს კლუბისთვის უდიდესი ფინანსური მნიშვნელობაც აქვს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ კატალონიელები ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს მოიგებენ, სპორტული ბრენდი Nike კლუბს ბონუსის სახით 3 მილიონ ევროს გადაუხდის.

ეს პუნქტი ძალაში შევიდა მხარეებს შორის 2024 წლის ნოემბერში განახლებული და დეკემბრის ასამბლეაზე რატიფიცირებული კონტრაქტის საფუძველზე (რომელიც თანამშრომლობას 2038 წლამდე აგრძელებს). ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის დაწესებული ბონუსები კაცთა და ქალთა გუნდებისთვის სრულად გათანაბრდა. შესაბამისად, პერე რომეუს გუნდს შანსი აქვს, კლუბის ბიუჯეტში დამატებით 3 მილიონი ევრო შეიტანოს.

გამოცემა დასძენს, რომ ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, “ბარსელონა” ფეხბურთელებს პრემიის სახით ჯამში დაახლოებით 1 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის სუფთა მოგება Nike-ს ბონუსიდან 2 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რომ ამერიკული გიგანტის მიერ დაწესებული ეს ბონუსი აჭარბებს იმ თანხას, რასაც უეფა მთლიანი ტურნირის განმავლობაში გამარჯვებულს სპორტული შედეგების მიხედვით უხდის. “ლიონთან” ფინალში გამარჯვება უეფასგან დამატებით 200 000 ევროს მოიტანს, რითაც მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” მიერ გამომუშავებული თანხა ჯამში 1,955 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

იმის აღსაქმელად, თუ რამდენია 3-მილიონიანი ბონუსი, გეტყვით, რომ “ბარსელონას” ქალთა გუნდის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონ ევროს არ აღემატება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 22 მაი 2026, 19:37
    #3

    სერიოზული მაყუთია

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 მაი 2026, 15:45
    #2

    და ამისთანა სერიოზული ბონუსებით გვინდა 1-1 მიღწევა?

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 21 მაი 2026, 21:56
    #1

    3 მილიონს თუ ბარსელონასთვის უდიდესი ფინანსური მნიშვნელობა აქვს ესეიგი სწორ ნაწლავშია გუ დი გაჭედილი😕

    • me da barca
      me da barca ლეგენდა
      schedule 23 მაი 2026, 00:51
      #4

      ქალთა გუნდზეა საუბარი.