workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა ჟოანი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა ჟოანი

                 ესეც ასე, სეზონის ბოლო სანაკრებო პაუზაზე გავედით, ფეხბურთელები თავიანთ ქვეყნებში წავლენ, იმედია ჯანმრთელად დაბრუნდებიან და მერე სეზონის დასკვნით ეტაპზე გადავალთ. უმნიშვნელოვანესი იყო ამ დროს მორიგი სამი ქულის აღება და ბარსამ ეს შეძლო. არ ყოფილა მარტივი მატჩი. ამ დროს გახსენდება, რომ ერთით ნულზეც სამ ქულას იღებ და ხუთით ნულზეც, ამ დროს გახსენდება, რომ უხარიხსო მატჩის მოგებითაც სამ ქულას იღებ, ბეწვის ხიდზე გავლაშიც ამდენივეს იღებ და თუ ბევრი ასეთი მატჩი ჩაამთავრე სასურველად, ესე იგი, ჩემპიონიც ხდები.

მატჩის წინ ფეხბურთელები რონალდინიოს ფორმებით გამოჩდნენ, დაბადების დღე ასე მიულოცეს. ლაპორტას იდეა იქნებოდა, მისი პირველი ოქროს ხანა რონალდინიოთი დაიწყო, მესისთან კონფლიქტმა ბოლოს დიდი ზიანი მიაყენა და ახლა სურს, რომ ბარსას ათნომრიანი მაისურა ისევ დადებით კონტექსტში ასოცირდებოდეს მასთან. აი, ზუსტად ეგ ამბავია. ისე კი, ლამაზი სანახავი იყო. ანდრეს ინიესტაც დაესწრო შეხვედრას და ხარიხსით დიდად ვერ ისიამოვნა.

ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართა სადაც “რეალ მადრიდმა” “ატლეტიკო” ასევე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ერთი დარჩა ჩემპიონობის რბოლაში, მეორე თასის ფინალშია და ჩემპიონთა ლიგაზე ეცდება ბარსას დამარცხებას. თავად განსაჯეთ როგორი ფინიში გველის.

წმინდა ჟოანი

ცოტა უცნაურად კი მომეჩვენა, კაცმა დაზიანება მიიღო, ხალხი სწუხდა ჩემპიონთა ლიგის მატჩი არ გამოტოვოსო და ზუსტად ამ დროს გამოიძახეს ეროვნულ გუნდში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჟოან გარსია სრულად მწყობრშია, არაფერი აწუხებს და თავს კარგად გრძნობს. ეღირსა როგორც იქნა გამოძახება და ძალიან გამიკვირდება მსოფლიო ჩემპიონატზე რომ არ წავიდეს. ამ სიხარულით შეგულიანებულმა კიდევ ერთი მასტერკლასი ჩაატარა “კამპ ნოუზე”. მატჩი როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა – ჟოან გარსიას სეივით.

ჩაბარდა კიდეც საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ნაკრების ძირითადში ალბათ მაინც არ მისცემენ ადგილს, მაგრამ ეგ დროის ამბავია. ადრე თუ გვიან იქაც პირველი ნომერი გახდება.

კარგი ტაიმი იყო. ცოტა უიღბლოც. განსაკუთრებით რაფინიას შემთხვევაში, რომელმაც სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. ჯერ კარს ააცილა ერთი-ერთზე, მერე ბურთს კარგად ვერ მოარტყა ფეხი და მეკარემ აჯობა, მერე იყო და ხარიხას გაარტყა, მოკლედ სულ რაღაც აკლდებოდა და ვერ შეაგდო ამ მატჩში გოლი, არც მონდომება აკლდა, არც შემართება. გინდა არ გინდა ბრაზილიის ნაკრებზეც დაგაფიქრებს, საერთოდ არაფერს აღარ ჰგავს ბრაზილია, მაგრამ ანჩელოტის ხელში – რაფინია, ვინისიუსი და ენდრიკი რომ შეუტევენ, იქნებ გამოვიდეს რაიმე. ნეიმარიც მოტივირებულია ფორმაში შესასვლელად და როგორც მინიმუმ კარგი სანახავი იქნება.

რაფომ ვერა, სამაგიეროდ, მისმა ძმაკაცმა შეაგდო, კაპიტანმა არაუხომ. ვერ ვიტყვით, რომ იმას ვიღებთ არაუხოსგან რაც გვსურს, მაგრამ რელიგიური ტურის მერე მართლა სხვა კაცი დაგვიბრუნდა, როგორც ჩანს იპოვა ძალა საკუთარ თავში. აგერ, გადამწყვეტი გოლიც შეაგდო, კარგი გოლი გამოვიდა სხვათა შორის. და სანამ შეაგდებდა რეჟისორიც მას გვიჩვენებდა, არ არსებობს თამაშში ერთი მომენტი მაინც არ შექმნას სტანდარტული მდგომარეობის დროს.

წაადგება ეს გოლი არაუხოს.

მეორე ტაიმი კი არ მომეწონა. “რაიო” უფრო მეტს უტევდა, უფრო მეტ მომენტსაც ქმნიდა და რომ არა ჟოან გარსია ბარსა პაუზის წინ დაკარგავდა ქულებს, რაც ძალიან ცუდი ამბავი იქნებოდა, მაგრამ წმინდა ჟოანმა ისევ იხსნა გუნდი. ცოტა გადაღლილის შთაბეჭდილებაც დატოვეს ბიჭებმა.

წინ რა გველის

ველით კუნდესა და დე იონგის დაბრუნებას. ბალდეს შეუძლია არ იჩქაროს, აგერ კანსელუ მშვენივრად თამაშობს. ველით ფერან ტორესის მორიგ გამოღვიძებას, რადგან ახლა ძალიან ღრმა ძილით სძინავს. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე თვალებში სინათლეც არ აქვს, თითქოს გათიშულია.

სხვა ყველაფერი რიგზეა. ბარსა მზად არის და ახლა მთავარი ამოცანაა ყველა ჯანმრთელი დაბრუნდეს სანაკრებო პაუზიდან. მანამდე გავი ვარჯიშს გააგრძელებს და ფორმაშიც შევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Moriarti
    schedule 23 მარ 2026, 15:38

    ჯოანი უნდა იყოს ძირითადში მსოფლიოზე. ყველას ჯობია ერთი თავით, ისეთი მეკარეც არ ყავს ესპანეთს რო თქვა დიდი ავტორიტეტი აქვს და არ გამოვა ძირითადიო

  • პენდრაგონი
    schedule 23 მარ 2026, 15:16

    ძალიან მაგარი ტრანსფერია ჟოანი

  • nika 54
    schedule 23 მარ 2026, 13:29

    შჩესნიზე მინდა გითხრათ, როგორ ღადაობდა რუსი კომენტატორი. გარსიამ რო რაღაც იგრძნო და ექიმიც გამოვიდა, შჩესნის დაუძახეს და ისიც ნელ-ნელა წამოდგა უკანა სკამებიდან, კომენტატორმა თქვა: შეხედეთ როგორ აზლაზნაო, ალბათ ფიქრობს რას მერჩით ვიჯექი ჩემთვის რას მაწუხებთო. ამ დროს ატბოი ხო მისცეს ტრამვა არ არისო და შჩესნიმაც აიქნია ხელი და შებრუნდა. ამ დროს მოკვდა სიცილით ტიპი ნახეთ ეხლა უფრო გაბრაზდა რას ამაყენეთ ტყუილადო.

  • Rick Sanchez
    schedule 23 მარ 2026, 12:36

    რაფინია იმის ნახევარს მაინც რომ თამაშობდეს ბრაზილიაში, რასაც ბარსაში, სელესაოს შანსები ერთი-ორად გაიზრდებოდა მსოფლიოზე.

  • Visca-barca
    schedule 23 მარ 2026, 12:08

    ხუსანოვი რა მაგარი ბიჭია სისწრაფე ჯანი ყველაფერიაქ ერთადერთი ნაკლი ცოტა სუსტი პასია მარა მაგასაც დახვეწავს