ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონას” სკაუტი, “პალმეირასის” 21-წლამდელთა გუნდში მოასპარეზე 15 წლის ფეხბურთელს, ენდრიკს სან პაულუს იუნიორთა ტურნირზე აკვირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ბრაზილიელი ტალანტთან დაკავშირებით “პალმეირასს” შეთავაზება უკვე გაუკეთეს – კატალონიელებს სურთ, ახალგაზრდა მოთამაშე გაიფორმონ, თუმცა, სრულწლოვანებამდე მის ამჟამინდელ კლუბში დატოვებას აპირებენ.
“ბარსას” გარდა, 15 წლით ტალანტით “მანჩესტერ სიტი”, “რეალი” და პსჟ ინტერესდებიან.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ტურნირზე ენდრიკმა “ოესტეს” ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით საჯარიმოს გარედან გაუტანა და გოლი ძალიან ემოცურად, ე.წ. ‘Knee Slides’-ით აღნიშნა.
What a goal by 15-year old Endrick, who is targeted by Barcelona, for Palmeiras U-21 against Oeste. Simply sensational! 🔥
📽| Via: @goleada_infopic.twitter.com/qQTysej5rD
— Barça Buzz (@Barca_Buzz) January 20, 2022
აჰა ხომ ვთქვი კაი ბიჭია და მოსაყვანია მეთქი ! ეს და ხულიან ალვარესი არ უნდა გაუშვან ხელიდან
მოიყვანეთ!!
ჯერ ერთი 2-0 ია იყო ანგარიში, მერე მეორედა საჯარიმოს გარედან რომ მაკრატელას გაიტან გაგიხარდება აბა რა იქნება, მერე მესამე ყველა მესი ვერ იქნება ერთი მესი დაიბადა და მეტი აღარ დაიბადება, მერე მეოთხეც ეგეთი მხეცული აღნიშვნაც არ იყო უბრალოდ გასრიალდა, აი ზედმეტი ისაა ბაიერნი რომ მერვე გოლს გაიტანს და მიულერს გოლის ავტორზე მეტად რომ უხარია და აღნიშნავს
ძაან სწრაფია და კაი დრიბლინგიც აქ
ვაუ)
მომკალით და არ მომწონს ეს საზღვარს გადაცილებული ზეიმი გოლზე, თუ რაღაც სასწაულ თამაშში გადამწყვეტს არ გაიტან. აქ კი ჩანს რო გუნდი 3-0 იგებდა, და 4-0 გახდა. გაიხსენეთ ლეოს გოლების აღნიშვნა. წყნარად, პირჯვარი და მადლობა ღმერთს .
ეეუუუფ😱😱😱😱, ეს პირდაპირ პირველ გუნდში ხოარ დავარეგისტრიროთ🤣🤣🤣, არაა ეს ხელიდან გასაშვები და მოიყვანონ აუცილებლად, მერე ერთ 4 წელიწადში ვნახავთ რას იზავს