workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ ალემანი სამი პოზიციის გაძლიერებას გეგმავს

მატეუ ალემანი სამი პოზიციის გაძლიერებას გეგმავს

სეზონის ნახევარი უკვე გავიდა, “ბარსელონა” კი ლა ლიგის ოთხეულში აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესის გუნდს ამ წუთისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს, კლუბის სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, არ გამორიცხავს იმას, რომ სეზონის ბოლომდე ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ მოხერხდეს – წერს Sport. 

მთელი სეზონის განმავლობაში “ბარსა” ძალიან არასტაბილურია. ალემანის აზრით უახლოეს დღეებში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის რისკს შეამცირებს და კატალონიურ კლუბს “ბეტისთან”, “ატლეტიკოსთან” და “რეალ სოსიედადთან” ბრძოლაში უპირატესობას მიანიჭებს. 

ალემანის სურვილი სამი პოზიციის გაძლიერებაა. მას სურს, “ბარსელონამ” სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ცენტრფორვარდი, მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი დაიმატოს. 

აქვე, Tribuna გვთავაზობს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებიც ზემოთ ნახსენებ პოზიციებზე თამაშობენ და რომელთა სახელიც სპორტულმა გამოცემებმა “ბარსას” ახლო წარსულში დაუკავშირეს. 

ცენტრფორვარდები: ალვარო მორატა, ედინსონ კავანი

მარცხენა მცველები: ხოსე გაია, ნიკოლას ტალიაფიკო, ალექს სანდრო, რაფაელ გერეირუ, ალექს ტელესი, ალფონსო პედრასა

ცენტრალური მცველები: ანდრეას კრისტენსენი, ნიკლას ზიულე

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 22 იან 2022, 11:00
    #11

    ძაან საეჭვოა ამ 10 დღეში სამი ტრანსფერი გაჩარხონ. ნეტავ დემბელე გაგვაყიდინა მაინც, ისე რა აზრი აქვს ვინმეს ყიდვას მაინც ვერ არეგისტრირებენ სულ რო უფასოდ მოვიყვანოთ.

  • Fc Barca Batumi
    schedule 22 იან 2022, 01:17
    #10

    კულეებო, ეს სეზონი მოვითმინოთ, როგორმე დასრულდეს!!

  • El pistolero 9
    schedule 21 იან 2022, 23:18
    #9

    ამ ეტაპზე კარგი ვარიანტები შეურჩევია.

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2022, 22:01
    #8

    დაცვა: ლისანდო გაია/გრიმალდო და მაზრაუი
    შეტევა: დიბალა და ჰალანდი

    შტეგენი
    მაზრაუი არაუხო ლისანდრო გაია/გრიმალდო
    ნიკო დე იონგი პედრი
    დიბალა ჰალანდი ტორესი
  • პავლოვიჩი56
    schedule 21 იან 2022, 21:10
    #7

    ზღაპარი-ნაცარი!
    1. არცერთი თავმოყვარე,მეტ-ნაკლებად სერიოზუილი ფეხბურთელი ასეთ ბარსაში არ მოვა.
    2. მორატას გარდა,ყველა საშუალო დონისაა.
    3. ყველამ იცის თუ რა უზნეობა-ბარდაკია ბარსაში.

  • rivaldo80
    schedule 21 იან 2022, 21:08
    #6

    ისეთი კალენდარი გვაქ ატლეტიკო,ესპანიოლი,ნაპოლი,ვალენსია,ნაპოლი,ბილბაო🤯 და ტრავმები ტრავმებზე.ესეთ რთულ სიტუაციაში რომ დაღალატა დემბელემ კლუბი ჯერ გამიტომ უნდა გააგდონ.რაის ტრანსფერები ნიკო და გავის ძლივს არეგისტრირებენ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 იან 2022, 21:00
    #5

    ვეთანხმები ალმანს, კაი როჟა ჩანს, მართლა უნდა გავძლიერდეთ და ჩემი აზრით იჯარით ფირმინო,ალბას გაცვლა გაიაში და ლისანდრო კარგი იქნებოდა ამ ზამთარში

  • xavi73
    schedule 21 იან 2022, 21:00
    #4

    იანვარში არავინ არ გაუშვებს გვარდიოლამ ხათრით გამოუშვა ფერანი.დ

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 იან 2022, 20:59
    #3

    torniket,
    კი

    NEYBarca,
    მორეტა ახლა ატლეტიკოს ჰყავს გაშვებული იჯარით ასე რომ მისი გაყიდვის და გაცვლის უფლება არ აქვთ, დიბალა ურიგო არ იქნებოდა

  • torniket
    schedule 21 იან 2022, 20:41
    #2

    იანვარშია ბაზარი?

  • NEYBarca
    schedule 21 იან 2022, 20:09
    #1

    ტუხელს მოსწონსო დემბელე და კრისტენსენში გავუცვალოთ. იუვეს დეპაის მივცეთ იჯარით და იმათ მორატა მოგვცენ. მარცხნივ კიდე იჯარით აიყვანონ ალექს სანდროს გარდა ვინმე 🙂