რონალდ კუმანი "ოსასუნასთან" მატჩის წინ

რონალდ კუმანი "ოსასუნასთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, "ოსასუნასთან" მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. 

სამი ცენტრალური მცველით თამაშის გაგრძელება შეგვიძლია, მაგრამ ამ სისტემის ამოჩემება ნამდვილად არ გვჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მიდგომა, ბურთის გარეშე გადაადგილება, პრესინგი და ბურთის მეტოქის ნახევარზე მოპოვებაა. 
დავრჩები თუ არა "ბარსელონაში" ამ სეზონის შემდეგ? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ახალ პრეზიდენტს უნდა დაველოდოთ. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ უახლოეს მომავალში რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ. სხვა არაფერზე ვღელავ. 
მადრიდული დერბი? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი ქულებს დაკარგავს, მაგრამ იქამდე ჩვენი თამაშია და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ. 
ჩავი? ასეთი შეკითხვებით ვიღლები. პრესას დაძაბულობის შექმნა აწყობს, მე კი ამაზე არ ვნერვიულობ. ბევრ რამეზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მრჩება, "ბარსელონა" ძალიან ბევრ მატჩს ატარებს და კონცენტრირებული ამაზე ვარ. 
სეზონი ხანგრძლივია და ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს. ახლა ჩვენთვის კარგი პერიოდია, ბოლო შედეგებმა ძალა ნამდვილად შეგვმატა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გულშემატკივრებსა და გუნდს შორის კავშირი აღდგა. ასე უნდა გავაგრძელოთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
მორიბა "ბარსა ბ"-ში თამაშობდა, შემდეგ პირველ გუნდთან ვარჯიში დაიწყო და რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღო, სადაც თავის გამოჩენა შეძლო. მას "ბარსელონასთვის" ბევრის გაკეთება შეუძლია, ისევე როგორც რიკი პუჩს, რომლის ვარჯიშითაც ასევე კმაყოფილი ვარ. ახალგაზრდა ფეხბურთელები უკვე კარზე აკაკუნებენ. 
ძალიან მნიშვნელოვანია, მესის გარდა სხვა ფეხბურთელებიც ეფექტურები იყვნენ. მასზე დამოკიდებული ნამდვილად ვართ, მაგრამ გოლების გატანას სხვებიც ახერხებენ და ეს კარგი სიახლეა. იმედია, ლეოც და სხვებიც კიდევ ბევრჯერ გაიტანენ.
 რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ პრეზიდენტი გვეყოლება. პირადად მე უპირატესობას არავის ვანიჭებ. ყველა კანდიდატს კარგი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა. 
ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელები გოლებს ერთად აღნიშნავენ, ისინიც, ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ და ამის გამო დამწუხრებულები არიან. მიხარია, რომ გასახდელში ერთიანობას ვხედავ. 
ერთი ტურნირის ფინალში ვართ და ტიტულთან ძალიან ახლოს ვართ, ლა ლიგაში კი ბრძოლის გასაგრძელებლად დარჩენილი მატჩების მოგება გვჭირდება. "ატლეტიკოსთან" სხვაობა დიდია და წაგების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი შეხვედრაა. 

- განაცხადა კუმანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #15 6 მარტი 2021 17:48
    1
    სისხლი არ წამოსვლია ? დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 6 მარტი 2021 17:41
    0
    მართალს ამბობს ერთი მხრივ, პრესკონფერენცია მიმდინარე თამაშზეა ხოლმე ძირითადად და განუწყვეტლივ როდის წახვალ, ჩავი მოდის უძახო არ არის სწორი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 6 მარტი 2021 14:35
    0
    ვაიმე ხვალ არჩევნებია.დადგა ეს ნანატრი დღეც.ტუსკეტს მოკითხვაა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #12 5 მარტი 2021 23:16
    2
    არ იმსახურებს ეს კაცი ჟურნალისტებისგან ესეთ დამოკიდებულებს,როცა გუნდი წინ მიიწევს და რაღაცის ამბიცია აქ,იქ უკვე მწვრთნელის ცვლილებაზე საუბარიც კი ზედმეტია
    ფანი [?]
    #11 5 მარტი 2021 23:15
    1
    დრო ჭირდება და ტრანსფერის გაკეთების საშუალება მერე კიდევ მეტს იზამს , ნამდვილად პროგრესი აქვს გუნდს ფაქტია, კარგია რომ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები 💙❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 მარტი 2021 23:14
    1
    უეჭველი 3 ქულა რონალდ უეჭველი 3 ქულა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #9 5 მარტი 2021 22:23
    3
    ციტატა: gruz-in
    ასევე დასუსტებული ტიტები მოხოდა და ბარსას გულისთვის დატოვა მშობლიური ნაკრები!რითაც სამშობლოში კრიტიკოსები მოიმრავლა..
    არცერთი ტრანსფერი გაუკეთეს,გუნდში უსასიზღრესი ატმოსფერო იყო და...
    რავი ამ კაცს მე ვერ გავაკრიტიკებ...

    100 პროცენტით გეტანხმები

    მე პირადათ მაგრა გამიტყდება ერთ სეზონს თუ არ აცლიან კუმანს.გუნდი დახვდა განადგურებული მესის წასვლა უნდოდა იყო გაბგენდზილი სუას წასვლით დანარჰენს ყოველ მეორე დგეს ხელფას აკლებდენ და ისინიც გაბგენდზილები იყვნენ.ერტი ფეხბურტელი ვერ უკიდეს სამი კაციდან (დეპაი,გარსია,ვეინალდუმი) ბოლოს იხვეწებოდა ზამთარში მარტო გარსია მიყიდეთო არ ეს დააკმაყოფილეს.დაცვის ცენტრში ვინ დაეყენებინა ტვიქსი ფრანგები ხო დოდოები არიან ერთად და რა მოიფიკროს დაარბენინებს მინგესას რეაკტიულივით
    გულშემატკივარი [?]
    #8 5 მარტი 2021 22:02
    5
    ასევე დასუსტებული ტიტები მოხოდა და ბარსას გულისთვის დატოვა მშობლიური ნაკრები!რითაც სამშობლოში კრიტიკოსები მოიმრავლა..
    არცერთი ტრანსფერი გაუკეთეს,გუნდში უსასიზღრესი ატმოსფერო იყო და...
    რავი ამ კაცს მე ვერ გავაკრიტიკებ...
    Culé [?]
    #7 5 მარტი 2021 21:36
    4
    მარტივად შევაფასოთ -- რომელი სჯობია კუმანის ჩაბარებამდე რაც იყო თუ დღევანდელი გუნდი? არ ვამბობ, რომ დღევანდელი ბარსა ბრწყინავს და საუკეთესოა, მაგრამ ეს გუნდი თამაშითაც, მონდომებითაც და ფსიქოლოგიურადაც რომ სჯობს იმ განადგურებულ და უმწეო ბარსას, მგონი ფაქტია. ანუ, კუმანის ხელი გუნდს დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის მიერ მოთხოვნილი ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ იყიდეს, გუნდი პრეზიდენტის გარეშე და მილიარდიან ვალებშია ჩაფლული, ბარსა ფეხზე დადგა და იბრძვის, ამ ბრძოლაში ჩანს, რომ გუნდს უბრუნდება თავდაჯერებულობა, ერთიანობა, კონკურენცია იზრდება, პირველ გუნდს ემატებიან ლა მასიელები, და რაც მთავარია - მესის სახეზე ღიმილი ბრუნდება, რაც დანარჩენებსაც ჰმატებს მოტივაციას და ბრძოლის ჟინს. ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია და თუ ლაპორტა თავისი მეორე პრეზიდენტობის პერიოდშიც ისევე ნაყოფიერად იმუშავებს, როგორც მაშინ, ბარსას რენესანსის ეპოქაში, თუ შეძლებს კლუბში ფინანსური რესურსების მობილიზებას, გუნდისთვის აუცილებლად გასაძლიერებელი პოზიციების შევსებას მაღალი დონის ტრანსფერებით, დარწმუნებული ვარ, რომ კუმანი აუცილებლად გაისვრის და ბარსა ისევ დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიოს საფეხბურთო ელიტაში. მჯერა, რომ კუმანს ამის გაკეთება ძალუძს, რადგანაც მას ნამდვილად აქვს ბარსას დნმ, რადგანაც მას მთელი არსებით უყვარს ეს კლუბი და მზადაა ყველაფერი გაიღოს ბარსასთვის. ასე, რომ წინ - მომავლისკენ!
    Culé [?]
    #6 5 მარტი 2021 21:29
    1
    უნდა ვაღიარო , რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით , კუმანის მიმართ ჩემს მიერ გამოტანილი დასკვნები , სუბიექტური იყო რაღაც დოზით და სიხარულით ვაღიარებ ამას თუ მასე გააგრძელებს გუნდი თამაშს , პლიუს არჩევნების შედეგიც მოახდენს გუნდზე პოზიტიურ გავლენას . გუნდს დინამიურობა აშკარად მომატებული აქვს და კიდევ უფრო მეტი შეუძლია ეგეც ეტყობა . თუ ბაყაყიჭამიებსაც დააქამბეკებ , ვინც შენ მოგხსნას იმიიის ........
    Culé [?]
    #5 5 მარტი 2021 21:20
    2
    ლაპორტასი არ იყოს, რაც უფრო მეტი დრო გადის, კუმანი უფრო და უფრო მომწონს. შეიძლება ფერგიუსონი არ იყოს თუმცა ფაქტია ისეთი გუნდი ჩაიბარა ამ ქამბექებს სიზმარშიც ვერ დადებდა.
    რა ქამბექის დადებაზე იყო საუბარი, მოგებულს აქეთ ანიავებდნენ 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მარტი 2021 21:16
    0
    წაგების უფლება მართლა არ გვაქვს და ოსასუნასთან 3 ქულა უნდა დადო. პსჟ-სთან ამოცანა სხვანაირად დგას, არ გავნადგურდეთ, თორემ პსჟ-ს, რომ ისევ მივაქამბექებთ ამისი ვის ჯერა.
    ფანი [?]
    #3 5 მარტი 2021 19:31
    1
    მიდი კუმან მიდი შენ იცი როგორც იქნა მიაგნო ის რაც გვჭირდებოდა და იმედია ასე გააგრძელებს მოგებებს
    ფანი [?]
    #2 5 მარტი 2021 17:05
    3
    ჩავიზე კითხვებით შეჭამეს რა ტვინი ამ ჟურნალისტებმა
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 მარტი 2021 16:46
    15
    Sheidzleba bevri ram ar gamosdis, mara am kacs etyoba ro mushaobs, wvalobs da bevrs aketebs, farchaki gundi chaibara, rogorc moralurad, ise fizikurad. kacma awyobili hollandiis nakrebi datova europa-msoolioze gayvanili chveni siyvarulis gamo, transferebi ar gauketes da a. Sh. Momaval wels ufro dzlieri gundi gvegoleba mastan ertad mjera!