workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსას ლეგენდები ჟირონასთან დამარცხდნენ

ბარსას ლეგენდები ჟირონასთან დამარცხდნენ

კოსტა ბრავას თასის 44-ე გათამაშებაში  ერთმანეთს “ბარსელონასა” და “ჟირონას” ლეგენდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “ჟირონას” გამარჯვებით, ანგარიშით, 2-0 დასრულდა.

მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შემოსული თანხა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს მოხმარდებათ.

სწორედ ეს დაავადება აქვს ხუან კარლოს უნსუეს, რომელიც როგორც “ბარსელონასთვის”, ასევე “ჟირონასთვის” კარგად ნაცნობი ადამიანია. უნსუე ჯერ “ბარსას” მეკარე, შემდეგ კი, ლუის ენრიკეს დროს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. “ჟირონა” კი მის სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბია.

შეხვედრის MVP, სიმბოლურად, უნსუე გახდა, რომელმაც ჯილდო საზეიმო ვითარებაში მიიღო.

“ბარსას” მხრიდან მატჩში მონაწილეობდნენ: სერჟი ბარჟუანი, გილერმო ამორი, ანდონი გოიკოეჩეა, ხუან კარლოს მორენო, ხოფრე მატეუ, ხუან კარლოსი და ხესუს მარიანო ანგოი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 16 იან 2022, 23:26
    #2

    ჟირონაში ვიღა თამაშობდა ასე მშრალად რო მოგვიგეს.

  • La Pulga10
    schedule 16 იან 2022, 19:06
    #1

    უნსუე მაგრად მევასებოდა ლუის ენრიკესთან ერთად,ძაან კაი ტიპია.