რონალდ კუმანი სევილიასთან მატჩის წინ

რონალდ კუმანი სევილიასთან მატჩის წინ

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი, რონალდ კუმანი "სევილიასთან" დაპირისპირებამდე ჟურნალისტებთან საუბრობს:

პედრი? არსებობს ასპექტები, რომლებიც ასახსნელად რთულია. გუშინ საღამოსაც გაოცებული ვიყავი. ინდივიდუალური ვარჯიში დისკომფორტის გარეშე ჩაატარა, დღეს დილითაც ნორმალურად გამოიყურბეოდა. ვფიქრობ, რომ ის ხვალ სათამაშოდ მზად არის.
ბართომეუს დაპატიმრება? არ ვიცი, რა მოხდა. ახლა თამაშზე უნდა ვფოკუსირდეთ, თუმცა მომხდარი კლუბის იმიჯზე კარგად არ იმოქმედებს.
ჩავი ერნანდესი? ამ თემის გამო არ ვწუხვარ. "ბარსასთან" კონტრაქტი მაქვს და როდესაც ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეცოდინება, ხელახლა გავისაუბრებთ. თუმცა ეს პროცესები მომდევნო კვირაშია დაგეგმილი, ხვალ კი თამაში გვაქვს.
ბედნიერი ვარ, რომ დონის გასაუმჯობესებლად ვიბრძვით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად ვიმოქმედოთ.
3-5-2 სქემის კვლავ გამოყენება? სისტემის მთავარი ასპექტი მენტალური სიძლიერეა. პრესინგი უნდა ვცადოთ და, როცა შესაძლებელია, ერთიანები ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მცველი გვეყოლება. პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და თავდაჯერებულნი ვიყოთ.
არაუხოს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, რადგან ჯერ კიდევ დისკომფორტი აწუხებს. ხვალ გადავწყვეტთ, ურუგვაელი განაცხადში იქნება თუ არა.
ბართომეუ და გრაუ? მათ გამო ვწუხვარ, რადგან ერთად ბევრი კარგი მომენტი გაგვიტარებია. ჩემთვის ბართომეუ ყოველთვის  განსაკუთრებული პიროვნება იყო.
ამ მომენტისთვის, ჩავისთან არ მისაუბრია. თუ ახალი პრეზიდენტი ჩემს კანდიდატურას აქ ვერ ხედავს, მაშინ პრობლემა შეგვექმნება, რადგან კონტრაქტში კიდევ 1 წელი მრჩება.
"ბარსელონა" მსოფლიოს უდიდესი კლუბია და, რა თქმა უნდა, ყველა ინტერესდება, თუ რა ხდება შიდა სამზარეულოში. ბევრი რამ ხდება, სასაუბროც ბევრია - ზუსტად იმიტომ, რომ ყველაზე დიდებული კლუბი გვაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 2 მარტი 2021 23:05
    2
    აბა ჰე შენ იცი ხვალ ლოპეტეგის კიდევ ერთი ტაქტიკური დუელი უნდა მოუგო.ოპტიმალური ძირითადი დააყენე სწორი ფორმაციით და რაც მთავარია შეცვლები არ დააგვიანო!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 2 მარტი 2021 21:53
    1
    ვინც არ უნდა მოვიდეს არ მგონია კუმანი გაუშვას. აცლიან იმ 1 წელსაც. თუ გაუშვეს მოუწევთ ზედმეტი ფულის გადახდა და ამის თავი ახლა გუნდს არააქვს.
    ფანი [?]
    #11 2 მარტი 2021 20:47
    4
    ჯიგარი ხარ კუმან შენი საქმე აკეთე და ხვალინდელი მოგებით უკეთეს პასუხებს მიიღებს ყველა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 2 მარტი 2021 19:42
    1
    ისე ჟურნალისტებიც რა ნაგლები არიან. რა დროს ჩავიზე და ბართომეუზე ლაპარაკია, ხვალ სეზონის ერთი-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თამაშია და ესენი რო გაგაგდოს ახალმა პრეზიდენტმაო ეკითხებიან.
    ფანი [?]
    #9 2 მარტი 2021 19:28
    0
    აბა მიდი კუმან სწორად შერჩეული ტაქტიკით და გააზრებული ფეხბურთით შეგვიძლია ამ ქამბექის გაკეთება, ხვალ მაინც ვიხილოთ მაგარი შემტევი თამაში და სანახაობრივი ფეხბურთი
    ფანი [?]
    #8 2 მარტი 2021 17:43
    18
    ჩავიზე რატო ეკითხებიან საერთოდ, კარგად არიან ეს ჟურნალისტები?
    ან კიდე ეს კანდიდატები ჩავით რო აპელირებენ, ჯერძოდ ფონტი. კუმანიც არანაკლები ლეგენდაა და დაშლილი გუნდი ჩაიბარა და ასე თუ ისე მშვენივრად მუშაობს, თან ბავშვებით, არ შეშინებია და არაფერი, ინსულტი აქვს თან გადატანილი.
    კუმანს იცავო არ დამიწეროთ ახლა რაც მართალია იმას ვამბობ და რაც გასაკრიტიკებელია ვაკრიტიკებ(პედრის და ფატის გადაწვაზე მაგალითად)
    Culé [?]
    #7 2 მარტი 2021 17:28
    4
    ვფიქრობ ლა ლიგის 0-2 არაფრის მომცემია ამ ეტაპზე გარდა ფსიქოლოგიური უპირატესობისა. უფრო სიღრმიდან ითამაშებენ ალბათ და ახლა უნდა დაამტკიცონ, შეუძიათ თუ არა მასირებული დაცვის გარღვევა, მაღალ სისწრაფეზე თამაში უჭირთ და რა უნდა ქნან არ ვიცი 😁💙❤️
    პედრის კი რაც შეეხება, იმედია ეგრევე ძირითადში არ ჩასვამს
    ფანი [?]
    #6 2 მარტი 2021 17:25
    13
    ძალიან დიდი უპატივცემულობაა კუმანის მიმართ როცა კანდიდატები თუნდაც ჩავით აპელირებენ.
    ჩავიზე არანაკლები ლეგენდაა კუმანი ბარსასი, ყველაფერს რომ შევეშვათ პირველი ლიგა ამ კაცმა მოგვიტანა
    ძალიან რთულ პერიოდშია ბარსას მწვრთნელი, შეიძლება იდეალური არაა და შეცდომებიც აქვს მაგრამ პატივისცემა გვმართებს
    თითოეულ ფანს და მითუმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატებს
    Culé [?]
    #5 2 მარტი 2021 17:24
    8
    ციტატა: პატარა პრინცი
    რატომ უსვავენ კითხვას ჩავიზე?! კაცი ბარსას მწვრთნელია და ელემენტალური პატივისცემა მართებთ ამ ჟურნალისტებს!

    ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი 😁
    რა იქნება რომ ჟურნალისტებმა მაინც გამოიჩინონ პატივისცემა, ჯერ-ჯერობით ავად თუ კარგად მწვრთნელია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 მარტი 2021 17:20
    6
    ხვალ უეჭველი ვაქამბექებთ ვამოოოოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #3 2 მარტი 2021 17:12
    6
    რატომ უსვავენ კითხვას ჩავიზე?! კაცი ბარსას მწვრთნელია და ელემენტალური პატივისცემა მართებთ ამ ჟურნალისტებს!
    Culé [?]
    #2 2 მარტი 2021 16:27
    2
    ხვალ იმედია არ გარისკავს და არ გამოიყვანს მოედანზე.ზოგადად ამოსუნთქვის საშუალებას თუ მისცემს კარგი იქნება.
    Culé [?]
    #1 2 მარტი 2021 16:14
    7
    Aratamasho argirs gariskva