ჩინური “შანხაის” ნახევარმცველი ოსკარი, შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს და “ბარსელონას” შეუერთდეს.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარის აგენტმა კია ჟორაბჩიანმა, რომელიც ასევე ფილიპე კოუტინიოს აგენტიცაა, მისი კლიენტი “ბარსელონას” შესთავაზა. “ბლაუგრანა” 30 წლის ბრაზილიელის შეძენას არ გამორიცხავს, მაგრამ ის კლუბის პრიორიტეტი არაა.
ოსკარი “შანხაიმდე” “ჩელსიში” 2012-2017 წლებში თამაშობდა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელს ევროპაში დაბრუნება უნდა. იგი “ბარსაში” გადმოსასვლელად მზადაა, დათანხმდეს ისეთ პირობებს, რომლებსაც მისი თანამემამულე დანი ალვესი დათანახმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი ექნება.
ასევე MD იტყობინება, რომ “ბარსელონამ” ბოლო დღეებში ოსკარის მოსვლის შესაძლებლობა შეაფასა, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა და ნახევარმცველების სიმრავლე ტრანსფერს აფერხებს. თავად ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” სიამოვნებით ითამაშებდა. ოსკარის გარემოცვის თქმით, ეს მისი ოცნებაა.
“ბარსა” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოსკარი, რომელიც ანაზღაურების მნიშვნელოვნად შესამცირებლად მზადაა, ამ მომენტისთვის კატალონიური კლუბის პრიორიტეტი არაა.
როგორ გაიბანძა თავი ამან
ბარსა-მოხუცთა თავშესაფარი.
რა ოსკარი მოაშორეთ აქედან
მოკლედ, ყველა "დაბერებულ-გადახვეწილ-ჩამოწერილი" ბარსაზე რატომ ოცნებობს ვერ გამიგია! რატომ ფიქრობენ, რომ ბარსა ვეღარასოდეს აღორძინდება და მუდმივად იქნება ასე საშუალო დონეზე მოხუცთა თავშესაფარი!
ვნახოთ აბა, მალე დასრულდება თაობათა ცვლა და მოვა მომავალი სეზონიც!
მოკლედ დღე არ გავა, რომ ვინმეზე არ დაიწეროს: ბარსას რადარზეა, ბარსას შესთავაზეს, ბარსას უნდა, და კიდევ მრავალი. ამ დროს უკვე კაი ხნის შეძენილი ფეხბურთელების დარეგისტრირებაც კი უჭირთ. ხვალ ზეგ დაიწერება, როგორც არაერთხელ რო ბარსამ გადაიფიქრა, არ გამოუშვეს და პროსტო ჭორიაო. ასე იყო კავანიზე, მორატაზე და ვინ იცის კიდევ ვისზე.
მესმის რომ უნდა წეროთ მწერლებმა სიახლეები, მაგრამ ხო შეიძლება ინფორმაციის გადამოწმება, ასე ხელაღებით წერა ეს მოდის ის მოდის არა მგონია საჭირო იყოს. ზედმეტ მოლოდინებს და იმედებს გვიჩენთ უაზროდ.
ბარემ ჰალკი და რივალდო გააცოცხლეთ 🙂 გუნდს ჭირდება: ასპილიკუეტა (ჩელსი), მარტინესი (აიაქსი) და ჰალანდი (დორტმუნდი). გასაყრელები არიან: ს. რობერტო (პირველ რიგში), უმტიტი, ლენგლე და დემბელე.
მხოლოდ ამ ფეხბურთელებზე უნდა იმუშაოს კლუბმა
1.გაია
2.ქრისტენსენი
3.აზპილიკუეტა
4.ჰოლანდი
ასპილიკუეტას მაგივრად მაზრაუი და მაგ ლისთში ლისანდრო მარტინესიც გაასწორებდა, ოლმოსთან ერთად :დ
ოსკარი არა გრემი კიდე.ყველა ფეხბურთელს ჩვენ გვატენიან.
წავიდეს მერე ისევ ჩელსიში აქ რა ჯანდაბა უნდა, რაღადროს ოსკარია, ფულისთვუს წავიდა ჩინეთში, ჩელსიში რომ დარჩენილიყო ახლა ძაან ბევრს მიაღწევდა მაგრამ უკვე აღარავის ახსოვს
ჰალკი გამხდარა თავისუფალი აგენტი და ეგეც განვიხილოთ
ჰო, კიდევ ჯო გახსოვთ? 2014 -ში ბრაზილიელი ფორვარდი იყო, ეგ და ფრედი, ეგეც განიხილება
რაღადროს ოსკარია კარგით რაა