workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი – ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ბარსას ისტორიაში

დანი ალვესი – ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ბარსას ისტორიაში

მსოფლიოში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი დანი ალვესი “ბარსელონასთან” ერთად ისტორიის წერას აგრძელებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, გუშინ “ლინარესის” წინააღმდეგ “ბარსაში” 2054 დღის შემდეგ ალვესის ხელახალი ოფიციალური დებიუტი შედგა და ის კატალონიური კლუბის ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მიიღო. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა ამის გაკეთება 38 წლისა და 244 დღის ასაკში მოახერხა. აქამდე ეს წოდება ხოსე მანუელ პინტოს ეკუთვნოდა, რომელმაც მის ბოლო თამაში 38 წლისა და 190 დღის ასაკში ჩაატარა.

წარმოგიდგენთ “ბლაუგრანას” ისტორიაში 5 ყველაზე ვეტერან ფეხბურთელს, რომლებსაც პროფესიონალურ დონეზე ოფიციალურ შეხვედრაში უთამაშიათ:

  1. დანი ალვესი – 38 წლისა და 8 თვის;
  2. ხოსე მანუელ პინტო – 38 წლისა და 6 თვის;
  3. ხოსე რამონ ალეშანკო – 37 წლისა და 1 თვის;
  4. ანტონი რამალეტსი – 36 წლისა და 11 თვის;
  5. ჟოან სეგარა – 36 წლისა და 5 თვის.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 06 იან 2022, 15:12
    #2

    ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ვატყობ ეგ ერთ ორ ტიტულს მალე წაუმატებს. მესის რო ამის ჯანი ქონდეს და ამდენს დარბოდეს ალბათ ერთ-ორ ოქროს ბურთს კიდევ გაქაჩავდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 იან 2022, 14:44
    #1

    ეგ თასებიც დავამატოთ ზედ და ევროპა ლიგაც თუ მოვიგეთ მაშინ კიდევ დაემატება ამ უპატრონოს ტიტულები😂😂❤💙