workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიუკასლი-ბარსელონა – იცით თუ არა, რომ…

ნიუკასლი-ბარსელონა – იცით თუ არა, რომ…

დიდხანს ნანატრი დაპირისპირება უკვე კარსაა მომდგარი. სამშაბათს “სენტ ჯეიმს პარკზე” “ბარსელონა” “ნიუკასლ იუნაიტედს” დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში. კატალონიელები ლიდერობენ ლა ლიგაში და ევროპულ ასპარეზზე ჰანსი ფლიკის გუნდი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ხვდება, მეოთხედფინალში გასასვლელად. 

მაღალი შედეგიანობა

“ნიუკასლ იუნაიტედს” შეტევაში ძლიერი პოტენციალი აქვს. ინგლისურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში 10 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად. თუმცა ორივე გუნდმა ლიგის ფაზის საუკეთესო რვა გუნდთან შედარებით ორი მატჩით მეტი ითამაშა, რადგან პლეი-ოფის რაუნდის გავლა მოუწიათ.

ისტორია “ბარსელონას” მხარეს

ეს ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგახრ ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრია. აქედან ოთხი გამარჯვება “ბარსელონას” ეკუთვნის, ხოლო “ნიუკასლს” – ერთი. ბოლო შეხვედრა სწორედ ამ სეზონის ლიგის ფაზაში გაიმართა, როდესაც მარკუს რაშფორდის დუბლით კატალონიელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს.

ანტონი გორდონი – მთავარი საფრთხე

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია ანტონი გორდონი. ფლანგელმა უკვე 10 გოლი გაიტანა და მასზე მეტი მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს – 13.

ფერმინი და რაშფორდი ევროპაში ფორმაში არიან

“ბარსელონას” შემადგენლობიდან ევროპაში განსაკუთრებით კარგად თამაშობენ ფერმინ ლოპესი და მარკუს რაშფორდი. ორივეს ჩემპიონთა ლიგაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. მათმა შედეგიანობამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ კატალონიელები ლიგის ფაზის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდნენ და პირდაპირ მერვედფინალში გავიდნენ.

რაშფორდს “ნიუკასლის” წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით კარგად გამოსდის — ინგლისელ თავდამსხმელს 7 მატჩში 4 გოლი და 2 ასისტი აქვს ამ მეტოქესთან.

სერიის გაგრძელების მცდელობა

ნოემბრის ბოლოს “ჩელსისთან” წაგების შემდეგ “ბარსელონამ” ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 24 მატჩიდან 21 მოიგო და მხოლოდ სამი წააგო. თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდს მოდუნება არ შეუძლია — ეს სამი მარცხი სტუმრად დაფიქსირდა: “რეალ სოსიედადთან”, “ატლეტიკოსთან” და “ჟირონასთან”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 10 მარ 2026, 23:01
    #3

    რაშფორდს მანჩესტერის რიგებში მხოლოდ 6 თამაში აქვს ჩატარებული ნიუკასლის წინააღმდეგ?

  • nika 54
    schedule 10 მარ 2026, 21:04
    #2

    სათაურზე ვპასუხობთ ვიცით კი, ცოტა მეტიც.