workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
As: ალვარო მორატა 95%-ით ბარსელონას ფეხბურთელია

As: ალვარო მორატა 95%-ით ბარსელონას ფეხბურთელია

29 წლის ცენტრალური თავდამსხმელის, ალვარო მორატას, “ბარსელონაში” ტრანსფერი, თითქმის, დასრულებულია, იტყობინება As.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ “ბარსამ” “იუვენტუსთან” და “ატლეტიკოსთან” შეთანხმებას მიაღწია და გასარკვევი მხოლოდ რამდენიმე დეტალი რჩება. 95%-ით მორატა “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. იგი კლუბს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, რომელშიც გამოსყიდვის უფლება იქნება გათვალისწინებული.

ჩავი დარწმუნებულია, რომ მორატა 12 იანვარს, “რეალთან” გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ამისათვის, კლუბს ფეხბურთელების გაშვება სჭირდება, რაზეც მატეუ ალემანიმაც ისაუბრა

“ბარსელონას” პირველ გუნდში ხუთი ფეხბურთელის დარეგისტრირება სურს. აქედან, სამი ახალწვეული იქნება, ორი კი – “ლა მასიელი”: ალვესი, ტორესი, მორატა, გავი, ნიკო.

მიმდინარე სეზონში ესპანელს 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • shu1987
    schedule 03 იან 2022, 19:39
    #14

    ეს ცუდი არაა მაგრამ მაინც არ მინდა მადრიდისტა ბარსაში, ერთი პლიუსი ის აქვს რეალს თუ შეუგდებს გაასწორებს, ცუდი არაა და პოტენციალიც დიდი აქვს.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 03 იან 2022, 17:06
    #13

    ციტატა: torniket
    რეალურად ამ წუთას ამ
    კალიბრის ცენტრ ფორვარი არაა გუნდში და იჯარა თუა ძალიან კარგია


    რა კალობრისაა? რამდენი გუნდი გამოიცვალა ყველგან ღლე იყო.

  • Marlboroo
    schedule 03 იან 2022, 16:13
    #12

    ბარსას ეხლა ორი ტრენერი ყავს ლუის ენრიკე და ხავი 🤷‍♂️😂😂

  • rivaldo80
    schedule 03 იან 2022, 13:59
    #11

    ერთადერთი პლიუსი ისა რომ ნაკრების იგროკია და მალე ესპანეთის ნაკრები გვეყოლება 😂😂 უბრალოდ ყოფილი რეალის ოგროკი არ მომწონს ეგ ფაქტი

  • Albicelecte
    schedule 03 იან 2022, 13:54
    #10

    ველოდები კლასიკოში გატანილი გოლის მთელი ემოციებით აღნიშვნას barca-3

  • gio-rakitich
    schedule 03 იან 2022, 13:10
    #9

    მაინცდამაინც არ მევასება ამისნაირი ხე ფეხბურთელები მარა თუ ასეა იყოს ლუკ დეიონგს ხო მაინც, ჯობია

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 იან 2022, 12:52
    #8

    6 თვიანი იჯარა გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე ძაან კარგი პირობაა, ზაფხულამდე იქნება და ზაფხულში ჰოლანდი, აზპი, მაზარუი, გაია, კრისტენსენი, ძაან მაგარი გუნდი დაგვიდგება

  • torniket
    schedule 03 იან 2022, 12:43
    #7

    რეალურად ამ წუთას ამ
    კალიბრის ცენტრ ფორვარი არაა გუნდში და იჯარა თუა ძალიან კარგია

  • RiquiPuig
    schedule 03 იან 2022, 12:38
    #6

    წლის ბოლომდე დაიტოვონ და მერე ჰოლანდი, არ გვჭირდება ეს ნაგავსაყრელი ფეხბურთელები გუნდში

  • Diana
    schedule 03 იან 2022, 12:21
    #5

    მორატას აქვს რეალურად კლასი , ხშირად კი შტერდება მაგრამ მგონია ჩავი კარგად დაამუშავებს

  • nika 54
    schedule 03 იან 2022, 12:09
    #4

    მეც წავიკითხე, იუვე ახალ თავდამსხმელს ეძებდა ამის სანაცვლოდ და იკარდის ყიდვა გადაწყვიტეს პსჟ-დან, რომელსაც ფეირ-პლეის წესების დაცვის მიზნით უპირებენ გაყიდვას ფრანგები.

  • Moriba
    schedule 03 იან 2022, 11:44
    #3

    მემგონი გამოაყიდვის უფლებით იქნება მორატა 35 მილიონად პრინციპში უფასო გამოდის იმიტო ატლეს მაინც მოსაცემიაქ 40 მილიონი გრიზმანისთვის მარა რავიცი ეს 40 მილიონი არადა ზაფხულში როგორ დაგვჭირდებოდა

  • M10 S9 D11
    schedule 03 იან 2022, 11:40
    #2

    იჯარით კიდე ხო

  • datio
    schedule 03 იან 2022, 11:36
    #1

    ეს კარგი პირობებია. 6 თვე საჭირო იქნება და მერე ხავიმ გადაწყვიტოს იტოვებს თუ არა.
    მოარატას რეალთან უყვარს თავის გაგიჟება და მათი გამწარება, იმედია არც ახლა დაივიწყებს ამ თვისებას 🙂
    ვერაა სტაბილური გატანი, მაგრამ ესპანეთის ნაკრებშ შეთამაშებულია ფეხბურთელებთან და ხავის ხელში პრესინგსაც კარგად ითამაშებს. ასაკოვანიც არაა.
    6 თიანია იჯარა, არასავალდებულო გამოსყიდვით იდეალურია – ასეთი პირობით ფეხბურთელის აყვანა წარმატებული ტრანსფერია. ახლა 1 ცენტრალური მცველიც რომ იშოვონ ზამთარში იდეალური იქნებოდა