დღეს, გულის პრობლემების გამო, “ბარსელონას” არ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ 2000-01 წლების სეზონიდან მოყოლებული, “ბარსა” არგენტინელი ფეხბურთელის გარეშე პირველად იქნება – 20 წელზე მეტია, კატალონიურ გრანდს შემადგენლობაში ხსენებული ქვეყნის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.
XXI საუკუნეში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 9 არგენტინელს მოურგია – ესენია: ხავიერ სავიოლა (2001-07), რობერტო ბონანო (2001-03), ხუან პაბლო სორინი (2003), ხუან რომან რიკელმე (2002-05), მაქსი ლოპესი (2005-07), ლეო მესი (2004-21), გაბრიელ მილიტო (2007-11), ხავიერ მასკერანო (2010-18) და სერხიო აგუერო (2021).
მერე ვინმე თავისუფალი აგენტი არგენტინიდან ნახონ რა.
《○BIG ĆULE○》,
მეც ძაან მომწონს ანტონი. მაგრამ აიაქსი ბევრს მოითხოვს მაგაში. ნაღდად არაა ხელიდან გასაშვები ბიჭი
მოიყვანონ არგენტინელი ალვარესი და ბრაზილიელი ანტონი, ანტონი ძაან მევასება, იმედია მოიყვანენ