"ლას პალმასის" პრეზიდენტი: ყველას ჰგონია, რომ პედრი 5 მილიონად გავყიდეთ, მაგრამ...

"ლას პალმასის" პრეზიდენტი: ყველას ჰგონია, რომ პედრი 5 მილიონად გავყიდეთ, მაგრამ...

"ლას პალმასის" პრეზიდენტი მიგელ ანხელ რამირესი 18 წლის ამომავალი ვარსკვლავის, პედრის "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

ცნობილია, რომ "ბლაუგრანამ" პედრი "ლას პალმასიდან" 5 მილიონ ევროდ დაიმატა, თუმცა, როგორც რამირესის განცხადებიდან ირკვევა, კატალონიელებს ესპანელი ტალანტი უფრო ძვირი დაუჯდათ.

ყველას ჰგონია, რომ "ბარსელონამ" პედრიში 5 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ უკვე 10 მილიონი მივიღეთ. ბონუსების წყალობით, ეს თანხა, შესაძლოა, 30-35 მილიონამდე გაიზარდოს.

ჩვენ გავყიდეთ ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე არცერთი წუთი არ ჰქონდა ნათამაშები. იგი იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა. თუ ბოლოს 30-35 მილიონ ევროს მივიღებ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ პედრი კარგ ფასად გავყიდე. თუ "ბარსა" ესპანელს უფრო ძვირად გაყიდის, კლუბი ნახავს, თუმცა ამ ტრანსფერიდან წილს მივიღებთ.

"ბარსას" ფინანსური კრიზისი? სხვა კლუბის შემთხვევაში, შესაძლოა, რაღაცებში ეჭვი შემეტანა, მაგრამ კატალონიელები ფულს გადაიხდიან და ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებენ. "ბარსა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამ პრობლემას გადაჭრის.

- ციტირებს რამირესის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 თებერვალი 2021 02:43
    0
    ყველამ ისწავლა გაყიდვაც და ყიდვაც ბარსას გარდა. ამის თავი და ბოლო ბართოა და ამის გამო კიდევ ერთხელ მოვიკითხავ მის ოჯახს დიდი სიყვარულით.
    Culé [?]
    #5 2 თებერვალი 2021 23:11
    0
    რაის ბომუსები?! არა ბაზარი არაა იმსახურებენ ასეთი ბიჭი რომ გვაჩუქეს მაგრამ აქამდე რატო არაფერი იყო ცნობილი მაგ ბონუსებზე?!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #4 2 თებერვალი 2021 22:32
    0
    ასეთი რა ბონუსებია 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 თებერვალი 2021 22:15
    0
    სადაც კოუტინიოში 145 მივეცით ეს 35ულაპარაკოდ ღირს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 თებერვალი 2021 21:55
    0
    რა ბონუსებია კი მარა ამისთანა მარტო ჩვენ თუ ვაფორმებთ ასეთ სულელურ კონტრაქტებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 თებერვალი 2021 21:33
    2
    ამ ბავშვს არავინ გაყიდოს და სავარაუდოდ, 35-36 წლის ასაკამდე დარჩება
    მოხარული ვიქნები, თუკი ინის გვერდით დაიკავებს ადგილს