თავისი დევიზის – “მეტი ვიდრე კლუბის” გავლენით, “ბარსელონამ” გადაწყვიტა, ახალი ავტობუსის (რომლითაც გუნდი კატალონიის დედაქალაქის ფარგლებს გარეთ იმოგზაურებს) განსაკუთრებული დიზაინი შეექმნა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დიზაინის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა კატალონიელთა მოთამაშეებმა – დანი ალვესმა, ტერ შტეგენმა, კლემან ლანგლემ და ანსუ ფატიმ მიიღეს, რომელთაც “ბარსას” ფონდის ახალაგაზრდა ბენეფიციარები, “ლა მასიელი” ბიჭები და გოგოები და Barça Foundation Genuine-ეს წევრები შეუერთდნენ. მათ ურბანული მურალის შექმნის სპეციალისტი, ფერტი ეხმარებოდათ.
კლუბის ინფორმაციით, აღნიშნული ცერემონია იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც “ბლაუგრანას” ვარსკვლავებს ასაკობრივი გუნდების მოთამაშეებიც შეუერთდნენ.
საბოლოო ჯამში, ავტობუსის დიზაინი გვაჩვენებს, თუ რატომაა “ბარსელონა” მეტი, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. აგრეთვე, ერთ-ერთი იდეა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში წარმოიშვა, “მეტი ვიდრე 11 მოთამაშის” ცნებაა, რომლითაც კატალონიური გრანდი, სპორტული ძალის მეშვეობით, სოციალურ ვალდებულებებს ახორციელებს.
კლუბმა სწორედ ფეხბურთელების, მომავალი თაობისა და სოციალურ პროექტებში ჩართული ადამიანების გაერთიანებით აჩვენა, თუ რატომ არის ის განსაკუთრებული…
The new design of FC Barcelona's bus.#FCB 🚍 pic.twitter.com/CEoI4zgO7b
— Barça Buzz (@Barca_Buzz) December 7, 2021
დრაკში გაიკეთოს ლაპორტამ, გუნდს დედამოხნა, გოლოს გამტანი არავინ დატოვა, ყველას ასაგდები გახადა ამხელა კლუბი და რა ჩემ უმტიტად მინდა ავტობუსი
უნდა მეკითხა საბავშვო ბაღის ბავშვებმა ხო არ გააფერადეს მეთქი და ფაქტიურად ასეც აღმოჩნდა. დანი ალვესი და "ბარსას" ფონდის ახალაგაზრდა ბენეფიციარები, "ლა მასიელი" ბიჭები და გოგოები და Barça Foundation Genuine-ეს წევრები შეუერთდნენ. ლენგლეც გასაგებია.
ლენგლეს რატომ მიაღებინეს მონაწილეობის უფლება დდდ