“ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდმა (Barça Foundation) სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები და სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა. აუდიტორია 1899-ში გამართულ ცერემონიას ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობდა.
“ბარსას” პრეზიდენტმა გასული სეზონის ანგარიშები და აუდიტის შედეგები წარადგინა, რომელიც გუშინ უკვე გაგაცანით. ამის შემდეგ, გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა მარტა სეგუმ 2021-22 წლების სეზონისთვის ფონდის პროექტებსა სტრატეგიაზე ისაუბრა.
მიზნები
ჟოან ლაპორტამ, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა Barça Foundation-ის მნიშვნელობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მან ასევე დაადასტურა საკუთარი ვალდებულება, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ფონდის ქმედებებს საზოგადოების ისეთი გამოწვევების მიმართ, როგორიც ბავშვებისა და ახალგაზრდების დაუცველობაა. პირველ ეტაპზე, მიზანი სამართლიანი საზოგადოების შექმნაში აქტიური წვლილის შეტანა იქნება, რისთვისაც სპეციალური პროგრამები გატარდება.
სამეურვეო საბჭოს წევრები
ფონდმა 18 წევრი წარმოადგინა:
- პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა
- პირველი ვიცე პრეზიდენტი – ხავიერ სალა
- მეორე ვიცე პრეზიდენტი – ალფონს გოდალ მარტინესი
- მდივანი – ჟოზეპ კუბელსი
- ფერან ოლივიე – ბუღალტერი
- ჟოან ბოიში – წევრი
- კარლეს კუნი – წევრი
- მანელ ესტელერი – წევრი
- ანტონი ესტევე კრუელა – წევრი
- ელენა ფორტი – წევრი
- ხესუს მახემი – წევრი
- ინეს მარტი – წევრი
- სერხიო მონტანერი – წევრი
- ხავიერ პერეს ფარგუელი – წევრი
- ჟოზეპ პუჩდოლერსი – წევრი
- ჟოზეპ რამონ სუბირა – წევრი
- ჟოაკიმ ტრიადუ – წევრი
- რაფა იუსტე – წევრი
ელენა ფორტი რა დამსახურებით მოხვდა მაგ ჯგუფში, მაგარი ფეხბურთელი იყო?