“ბარსელონას” ფონდი (Barça Foundation) მშობლებისა და შვილებისთვის გვთავაზობს რეკომენდაციების სერიას, რომელიც ახალგაზრდებს, ინტერნეტის საშუალებით არასასურველი ხელყოფისგან დაიცავს.
ელექტრონული მოწყობილობების ჯანსაღი ქცევები გოგონებისა და ბიჭებისთვის
- ძილის დროს ელექტრონული მოწყობილობები ახლოს არ იქონიოთ. ამ დროს, ისინი არაფერი გჭირდებათ;
- არასდროს ისარგებლოთ სოციალური ქსელებით ოჯახური სადილის დროს;
- აკონტროლეთ ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის დრო და ეცადეთ, არ ისარგებლოთ სოციალური ქსელებით იმაზე დიდხანს, ვიდრე აუცილებელია;
- გახსოვდეთ, რომ საკმარისი დრო არსებობს ყველაფრისთვის: სპორტი, სიცილი, კითხვა, სწავლა, მუსიკა…
ონლაინ უსაფრთოების ნორმები ბიჭებისა და გოგონებისთვის
- ჩართეთ დაცვის ელექტრონული ფუნქციები ყველა იმ აპლიკაციაზე, რომლითაც სარგებლობთ;
- გამორთეთ ან დაფარეთ მობილურის წინა კამერა;
- არასდროს ენდოთ “მიმზიდველ შეთავაზებებსა” და “საჩუქრებს”, რომლებიც უცნობი წყაროებიდან მოდის;
- სოციალური ქსელების ყველა პროფილის მონაცემები საიდუმლოდ შეინახეთ;
- არასდროს გაავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია.
ონლაინ პროფილის დაცვა
- იქონიოთ სანდო პაროლი და ხშირად ცვალეთ იგი;
- არასდროს ათხოვოთ თქვენი პირადი ტელეფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა სხვას;
- გეოლოკაციის ფუნქცია (GPS) გამორთული გქონდეთ მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელია;
- დააკონფიგურეთ ყველა ონლაინ პროფილის უსაფრთხოების პარამეტრები.
რა არის “Grooming”?
- ეს არის შემთხვევა, როდესაც სექსუალური ზრახვების მქონე ზრდასრული ადამიანი, სოციალურ ქსელში შექმნილი ფეიქ ექაუნთის საშუალებით, არასრულწლოვან პირებს ეკონტაქტება;
- სოციალური ქსელებით სარგებლობისას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნებმა უცხო პირები მეგობრებში არასდროს დაიმატონ;
- მშობლები შვილებს უნდა ესაუბრებოდნენ და მათი ონლაინ მეგობრების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ;
- მშობლები უნდა ამოწმენდნენ, ხომ არ არიან მათი შვილები სახიფათო ონლაინ თამაშებში ჩართულები.
აუბით მხარი შვილებს
- ახლა შესანიშნავი დროა გავეცნოთ იმ ციფრულ სამყაროს, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ;
- “იმოგზაურეთ” ინტერნეტში, იქონიეთ კონტაქტი შვილებთან სოციალური ქსელების მეშვეობით და გაიცანით ის ადგილი, სადაც თქვენი შვილები დიდ დროს ატარებენ;
- დაეხმარეთ მათ განსაზღვრონ ის ინტერნეტ რესურსები, რომლებიც მათი ასაკისთვის შეუფერებელია.
როგორ აღვკვეთოთ კიბერბულინგი?
- ბავშვებმა, ინტერნეტში მასალების ატვირთვა/განთავსების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. საუბარია არა მხოლოდ იმ მასალაზე, რომელიც უშუალოდ მათ ეხება;
- ინტერნეტში განთავსებული მასალა არ უნდა იყოს სხვისი ღირსების შემლახველი;
- აუცილებელია, რომ ბავშვების პირადი პროფილები იყოს დაცული, რათა თავიდან აირიდოთ კიბერბულინგი.
გჭირდებათ დახმარება კიბერბულინგის აღსაკვეთად?
- როგორც წესი, კიბერბულინგის მსხვერპლი ბავშვები ამ თემაზე არ საუბრობენ არც მშობლებთან და არც მასწავლებლებთან. შესაბამისად, საჭიროა, ამ საკითხზე მათთან ხშირად ისაუბროთ;
- ბულინგის ფაქტი შეგიძლიათ ინტერნეტ სივრცეში აღკვეთოთ, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიმართოთ;
- საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ევროკავშირის ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10-დან საღამოს 6 საათზე. მომსახურება უფასოა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზარი განახორციელოთ ანონიმურად.
როგორია ჩემი შვილის ციფრული იდენტობა?
- კომპიუტერის ეკრანის წინ გაცილებით მარტივია ისეთი რამის თქმა, რასაც პირისპირ შეხვედრისას ვერ გავბედავდით;
- ასევე მარტივია, იყო ბულინგისა და დამცირების შემყურე;
- ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველაფერი, რაც კი ინტერნეტში ხდება, იწერება და მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგებით, მათ შორის, სამართლებრივიც.
რა ტიპის ინფორმაციას ვავრცელებთ ინტერნეტში?
- როგორც კი ჩვენ ვაქვეყნებთ ან ვტვირთავთ ინფორმაციას ინტერნეტში, ჩვენ მასზე კონტროლს ვკარგავთ;
- ეს ინფორმაცია, შესაძლოა, გავრცელდეს ინტერნეტში და მივიდეს იმ ადამიანამდე, რომლისთვისაც მისი გაზიარება არ გვსურს;
- ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომლისაც მათ შერცხვებათ, თუ ეს ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანამდე მიაღწევს.
საყვარლები ი ❤️