workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს ტრანსფერით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

დემბელეს ტრანსფერით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

სანამ ჩავი ერნანდესი და “ბარსელონას” უფროსობა უსმან დემბელეს დარწმუნებას უშედეგოდ ცდილობს, ფრანგი ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირების მსურველთა რიცხვი იზრდება. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახლახანს მოლაპარაკებებში ლონდონის “ტოტენჰემიც” ჩაერთო. ინგლისური კლუბი მიიჩნევს, რომ მათი წინადადება (რომლის დეტალებიც მედიისთვის ცნობილი ჯერ არ არის) საკმაოდ მიმზიდველია და ფეხბურთელის პასუხს ელოდება. 

როგორც ცნობილია, თავად დემბელეს საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია, აგენტი მუსა სისოკო კი, რომელსაც მასზე დიდი გავლენა აქვს, უპირატესობას იმ პროექტს მიანიჭებს, რომლისგანაც ყველაზე დიდი ფინანსური სარგებლის მიღება იქნება შესაძლებელი. 

“ბარსა” უსმანს დიდ ანაზღაურებას ვერ სთავაზობს, თუმცა ჩავი 24 წლის ფეხბურთელის “ბლაუგრანას” ერთ-ერთ ლიდერად ქცევას გეგმავს, რადგან ფეხბურთელის დიდ პოტენციალს ამჩნევს და თვლის, რომ აქამდე კლუბი მასთან არასწორად მუშაობდა. ფინანსური თვალსაზრისით დემბელესთვის ყველაზე მიმზიდველი “ნიუკასლის” პროექტი იქნება. მისი შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული.

გამორიცხული არაა, რომ თუ დემბელე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, “ბარსელონამ” მას სასჯელის სახით სეზონის მეორე ნახევარში თამაშის უფლება არ მისცეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 04 დეკ 2021, 22:53
    #3

    რო წავა ფაქტია, მაგრამ ასე უფასოდ დიდი უმადურობაა.

  • MSN G.O.A.T
    schedule 04 დეკ 2021, 19:11
    #2

    კონტეს შემოაკვდება ეს საცოდავი

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 დეკ 2021, 14:08
    #1

    ამ ზამთარშივეა გასაშვები, ვსო ამისგან სალამური აღარ დადგება და შეტენონ იანვარში რამენაირად ნიუკასლს, იმედია წავა დემბელე ნიუკასლში და გავარდებიან