workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაკუნდო ბერნალი იამალზე თავდასხმის გამო 4 მატჩით დასაჯეს

ფაკუნდო ბერნალი იამალზე თავდასხმის გამო 4 მატჩით დასაჯეს

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) სადისციპლინო კომიტეტმა გასული ტურის სანქციები ოფიციალურად გამოაცხადა. მათ შორის ყველაზე მკაცრი სასჯელი “რეალ ბეტისისა” და “ბარსელონას” მატჩში ფაკუნდო ბერნალის მიერ ლამინ იამალის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას მოჰყვა – ურუგვაელი ფეხბურთელი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

რა მოხდა სევილიაში: ინციდენტის დეტალები

დაპირისპირება მეორე ტაიმის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ანდალუსიელთა მეკარე ალვარო ვალიესი მინდორზე წაქცეული ფერმინ ლოპესის უხეშად წამოყენებას შეეცადა. თანაგუნდელის დასაცავად მომენტალურად ლამინ იამალი გაჩნდა, რის შემდეგაც ეპიზოდში ფაკუნდო ბერნალი ჩაერთო: მან ჯერ ყელში წაუჭირა ხელი 19 წლის ვარსკვლავს, შემდეგ კი სახეში თავი ორჯერ ჩაარტყა, რასაც პირდაპირი წითელი ბარათი მოჰყვა.

შეხვედრის მთავარი არბიტრის, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას მატჩისშემდგომი ოქმი საკმაოდ მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

“54-ე წუთზე მოთამაშე (6) ბერნალ კრუსი, ფაკუნდო გაძევებული იქნა შემდეგი მიზეზით: დაპირისპირებისას აღნიშნულმა ფეხბურთელმა მეტოქეს ყელში ხელი წაუჭირა და სახეში მიყოლებით ორჯერ თავი ჩაარტყა მაშინ, როდესაც ბურთი თამაშში არ იყო. მეტოქე მოთამაშეს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია და შეხვედრის გაგრძელება შეძლო”.

სადისციპლინო მუხლი და სანქციის მასშტაბი

მსაჯის ჩანაწერზე დაყრდნობით, სადისციპლინო ორგანომ აღნიშნული ეპიზოდი პირდაპირ თავდასხმად და აგრესიად შეაფასა სადისციპლინო კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით:

“სხვის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია ტრავმის მიყენების გარეშე, სადაც განმსაზღვრელ განზრახ ფაქტორად მიიჩნევა ის გარემოება, რომ ქმედება განხორციელდა თამაშის შეჩერების დროს ან სათამაშო ეპიზოდიდან ისეთ დისტანციაზე, სადაც მასში ჩარევა შეუძლებელი იყო – ისჯება 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციით”.

რადგან დარღვევა მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, დისკვალიფიკაცია როგორც ლა ლიგის, ისე სამეფო თასის მატჩებზე გავრცელდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი