workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამირ ნასრი: აგუერომ დამიდასტურა, რომ კარიერას ასრულებს

სამირ ნასრი: აგუერომ დამიდასტურა, რომ კარიერას ასრულებს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ბარსელონას” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, გულის პრობლემების გამო, კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ მომდევნო კვირაში განაცხადებს.

როგორც Sport იტყობინება, აღნიშნული ცნობა Canal+-თან საუბრისას არგენტინელის ყოფილმა თანაგუნდელმა, სამირ ნასრიმაც დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ამის შესახებ თავად აგუეროსგან შეიტყო.

კუნმა შეტყობინება გამომიგზავნა – სამწუხაროდ, მან დაადასტურა, რომ კარიერას ასრულებს.

ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. როგორც ფეხბურთელს, მას ყველა იცნობდა, ის ნამდვილი ფენომენი იყო. თუმცა ამის მიღმა ის ძალიან კარგი ადამიანია. 

მე ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს არა არჩევანი, არამედ იძულებითი გადაწყვეტილებაა.

ვიცი ის სიყვარული, რასაც აგუერო ამ სპორტის მიმართ გრძნობს და იმის ნახვა, რომ ის საყვარელ საქმიანობას შეწყვეტს, სევდიან განწყობაზე მაყენებს.

სერხიოს გამძლეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, მას ძალიან ვაფასებ.

სამირ ნასრი და სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტიში” ერთად 2011-2017 წლებში თამაშობდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Albicelecte
    schedule 21 ნოე 2021, 14:52
    #2

    მადლობა ღმერთს გადარჩა და კარიერას ვინ დაეძებს?! აქა,დე რაც მოასწრო, ითამაშა
    ჩათვალოს, რომ 70-80-იანი წლებია, ამ ასაკში რომ ასრულებდეს კარიერას

  • nika 54
    schedule 21 ნოე 2021, 14:34
    #1

    საცოდაობაა, კიდევ კარგი მოედანზე არ დაიღუპა. ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა.