workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მომდევნო კვირაში აგუერო კარიერას დაასრულებს

მომდევნო კვირაში აგუერო კარიერას დაასრულებს

სანდო ჟურნალისტი, ხერარდ რომერო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიის “ბარსელონას” შემტევი, სერხიო აგუერო საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

აღნიშნულის  მიზეზად გულზე შექმნილი პრობლემები სახელდება. როგორც ცნობილია, არგენტინელი მოთამაშე ფეხბურთთან დამშვიდობების შესახებ პრესკონფერენციას მომდევნო კვირაში გამართავს.

სერხიომ თავი შეუძლოდ “ალავესსთან” მატჩის მე-40 წუთზე იგრძნო, რის შემდეგაც, იგი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას არითმია დაუდგინდა – ესაა პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც დარღვეულია გულისცემის რიტმი და პარკუჭების შეკუმშვის თანმიმდევრობა.

აღსანიშნავია, რომ აგუეროს გულზე პრობლემები აქამდეც ჰქონია – 2017 წელს, არგენტინასა და ნიგერიას შორის გამართული შეხვედრის პირველი ნახევარში თავდამსხმელმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევების შემდეგ გუნდს მალევე დაუბრუნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • antonio
    schedule 20 ნოე 2021, 21:34
    #10

    ციტატა: nika 54
    საწყენია, ახლა ის მაინტერესებს კონტრაქტს შეუწყვიტავენ თუ სულ უნდა უხადონ ხელფასი სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება.


    წესით ექიმებმა თუ დადეს დასკვნა რო ფეხბურთის თამაში აღარ შეეძლება კარიერის დასრულებაში ჩაეთვლება და ხელფასს ვეღარ მიიღებს თუ კონტრაქტში არაა ჩადებული რამე პუნქტი რომელიც დაავალდებულებს ბარსას მთელი ხელფასის გადახდას ან ლალიგას არ აქვა ამ შემთხვევისთვის რამე სხვა რეგულაცია

  • M10 S9 D11
    schedule 20 ნოე 2021, 21:23
    #9

    ეეჰ რა სამწუხაროა

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2021, 21:13
    #8

    საწყენია, ახლა ის მაინტერესებს კონტრაქტს შეუწყვიტავენ თუ სულ უნდა უხადონ ხელფასი სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება.

  • Iniesta_8
    schedule 20 ნოე 2021, 21:08
    #7

    არადა ძლივს წესიერი ნაკრებით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში შეეძლო და ბარსაშიც სახელის დატოვება. ძაან დასანანია.

  • BEQA BARCA
    schedule 20 ნოე 2021, 20:49
    #6

    ძაან საწყენი ამბავია. ჯერ ადრეა😓😞

  • Tsitsi
    schedule 20 ნოე 2021, 20:37
    #5

    sweat კაი რა აგუ

  • La Pulga10
    schedule 20 ნოე 2021, 20:33
    #4

    მაგრად ტეხავს.კუნ ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანი ხარ თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში.

  • kanja
    schedule 20 ნოე 2021, 20:31
    #3

    შემეცოდა კუნი…

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ნოე 2021, 20:30
    #2

    კაით რააა😥. მაგრად შემეცოდა, არ გაუმართლა არაფერში რა ცოდოა, იმედია ჯენმრთელად იქნება და მაგისი ფეხბურთი ვის ანაღვლებს❤❤

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 20 ნოე 2021, 20:28
    #1

    აუ არაა…🥺