წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
17 ოქტომბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1986 წელი
ქალაქი ბარსელონა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად დასახელდა.
2015 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” 5-2 დაამარცხა. 4 გოლი ნეიმარმა გაიტანა, ხოლო ერთი ლუის სუარესმა.
2021 წელი
“ვალენსიასთან” ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით სერხიო აგუეროს დებიუტი შედგა.
2022 წელი
პარიზში გამართულ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე “ბარსელონას” წარმომადგენლებმა სამი პრიზი მიიღეს:
- ალექსია პუტელიასმა ზედიზედ მეორედ მოიგო ქალთა “ოქროს ბურთი” და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო ორჯერ მოიპოვა.
- გავიმ მიიღო კოპას ჯილდო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელმა.
- რობერტ ლევანდოვსკიმ მოიგო გერდ მიულერის სახელობის ჯილდო, როგორც წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა.
2026 წელი
“ესპანეთის ჩემპი”ბეტისთან” სტუმრად 5-2 მოგების წყალობით “ბარსელონას” ლა ლიგის 9 ტურში 9 მოგება დაუგროვდა. კატალონიურმა კლუბმა სეზონის სტარტზე ასეთი შედეგი ისტორიაში პირველად აჩვენა.
ამ შეხვედრაში “ბლაუგრანას” მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა როდრიმ.
100%
მაგარი უაზრო რუბრიკაა ეს. იმიტომ შემოვედი, რომ ეს დამეწერა, თორემ არც ვკითხულობ.
იმედია დღეის მერე ამ დღეს 8 მოგება გვექნება
ეჰ,რა გვყავდა მაინც ნეიმარი რაა,როარ წასულიყო ხო გვეყოლებოდა უკვე ლიდერი მესის წასვლის მერე….