ენრიკ მასიპი ჟოან ლაპორტას სპორტული მრჩეველია. ცოტა ხნის წინ ის Cadena Ser-ის გადაცემა El Larguero-ს ეწვია და საინტერესო საუბარიც შედგა.
როლი “ბარსელონაში”
მე საფეხბურთო მრჩეველი არ ვარ, სპორტული კონსულტანტი ვარ. ესაა ჩემი საქმე.
ლაპორტასა და კუმანის ურთიერთობა
ჩემთვის ლოგიკურია, რომ როდესაც გყავს მწვრთნელი, შენ მას ყველა საშუალებით იცავ. როდესაც მწვრთნელი თავს დაცულად გრძნობს, ის უკეთ მუშაობს. როდესაც დაცულობის განცდა არ გაქვს, გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო მეტად მოწყვლადი ხარ.
მწვრთნელად ჩავის დანიშვნა
რა თქმა უნდა, კრუიფის სტილთან ყველაზე ახლოს გვარდიოლაა. მის შემდეგ ვინაა ამ სტილთან ყველაზე ახლოს? ჩავი.
რატომ არ ენდობოდა ლაპორტა კუმანს?
მარტივია ისე მოქცევა, როგორც ბართომეუ იქცეოდა – თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა, ან ალტერნატივა პრობლემასთან დაპირისპირებაა. როდესაც კუმანის გარემოცვას რაღაცას ვეუბნებოდით, ეს ამბავი 5 წუთში პრესაში ხვდებოდა.
არის შანსი, რომ “ბარსელონამ” ზაფხულში ვარსკვლავები შეიძინოს?
ჰოლანდის შეძენა? ეს საკითხი ფინანსურ ფეარ ფლეისთანაა დაკავშირებული. გამორიცხული არაფერია. კარგი ფეხბურთელების დამატების ვარიანტები გვაქვს. რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
დანი ალვესი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ხელფასს მიიღებს?
სიმართლეა, რომ ალვესი მინიმალურ ხელფასს აიღებს. ჩავიმ სიტუაცია გაანალიზა და ჩათვალა, რომ მისი დამატება საჭირო იყო.
ბართომეუს მემკვიდრეობა…
“ბარსელონას” ამ მდგომარეობამდე მიყვანაში მთავარი დამნაშავე ის ხელმძღვანელობაა, რომელიც კლუბს ბოლო წლებში მართავდა. რთული მდგომარეობის მიზეზი მხოლოდ არასწორი შენაძენები არაა. კლუბის მართვა საშინელ დონეზე იყო.
კუმანი ჩამშვები იყო?
მესი ლაპორტასთან ბარსელონაში, სიზმარშიც კი არ დაბრუნდება ❌
🎖 Alfredo Martinez 🇪🇸
მწვრთნელად ჩავის დანიშვნა
რა თქმა უნდა, კრუიფის სტილთან ყველაზე ახლოს გვარდიოლაა. მის შემდეგ ვინაა ამ სტილთან ყველაზე ახლოს? ჩავი.
ტენ ჰააგზე სმენია ამ კაცს ?
ბართომეუს სისხლიანი 9 კი არა და 7 წელი
ძაან საინტერესო იქნებოდა გამოკითხვები ჯერ ტაკტიკა 4-3-3 ,4-4-2 თუ 3-4-3 და ასე შემდეგ და მერე რომელ პოზიციაზე ვის დააყენებდი,ყველა თამაშის წინ ცოტას გავხალისდებოდით