რაკიცკი: "ბარსელონა" მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კლუბია"

რაკიცკი: "ბარსელონა" მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კლუბია"

დონეცკის "შახტარის" მცველს, იაროსლავ რაკიცკის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ინტერთან" შეხვედრა სურდა, თუმცა იგი იმედოვნებს რომ მის გუნდს შესწევს "ბარსელონას" დამარცხების ძალა.

 

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სუსტი მეტოქეები აღარ არსებობენ. "ბარსელონა" მაინც გამორჩეულია დანარჩენი კლუბებისგან. კატალონიელებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ. ამის მიუხედავად ჩვენც ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ასეთი თამაშით მთელ ევროპას ვაიძულეთ "შახტარზე" ლაპარაკი. კენჭისყრის წინ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს "ინტერს" უნდა შევხვედრილიყავით. ასე რომ მომხდარიყო უფრო მეტი შანსი გვექნებოდა 1/2 ფინალში გასვლისა ვიდრე ახლა.

"ბარსას" შესანიშნავი თავდამსხმის ხაზი ჰყავს, ლიონელ მესის მეთაურობით. დარწმუნებული ვარ მწვრთნელები კარგად მოგვამზადებენ და დიდ ყურადღებას მიაქცევენ თავდაცვას. "შახტარს" ადრეც უთამაშია ესპანური გრანდის წინააღმდეგ და კარგი შთაბეჭდილებაც დაუტოვებია. სწორედ ამიტომ მაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი." –ციტირებს რაკიცკის სიტყვებს "უეფას" ოფიციალური საიტი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.