workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

შესაძლოა, “ბარსელონას” ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, კიევის “დინამოსთან” მატჩის განაცხადში მოხვდეს.

ესპანური მედიის ინფორამაციით, “სიუტატ ესპორტივაზე” მიმდინარე სავარჯიშო სესიაში გუნდთან ერთად ემზადებიან უსმან დემბელე, ანსუ ფატი, ფრენკი დე იონგი, სერჟი რობერტო და რონალდ არაუხო. ტრავმის გამო, მათ “ალავესთან” მატჩი გამოტოვეს და შესაძლოა, ხუთივე, “დინამოსთან” დაბრუნდეს.

Update: As-ის მტკიცებით, სერჟი რობერტო გუნდურ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას არ იღებს და, შესაბამისად, მას “დინამოსთანაც” ვერ ვიხილავთ.

ასევე, ტრავმირებული ჟერარ პიკეს ნაცვლად, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს არნაუ კომასი.

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი სტარტს ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 01 ნოე 2021, 19:15
    #2

    შესაძლოა, "ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, კიევის "დინამოსთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 ნოე 2021, 14:52
    #1

    არაუხო თუ მზად არის სათამაშოდ ეგ ათამაშონ თორემ ლენგლე-გარსია თუ გვეყოლება ჩათვალეთ ამოგვტენიან