ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩისთვის, “ბარსელონას” განაცხადი ცნობილია.
კიევში “ბარსა” 23 ფეხბურთელით გაემგზავრება. ტრავმის გამო, გუნდს სერჟი რობერტო, პედრი გონსალესი, ჟერარ პიკე, კუნ აგუერო და მარტინ ბრეითუეტი ვერ დაეხმარებიან.
კარგი ამბავი არის ის, რომ ლაზარეთიდან დაბრუნდნენ ანსუ ფატი, ფრენკი დე იონგი, რონალდ არაუხო და უსმან დემბელე.
“ბარსა B-დან” სერჟი ბარჟუანმა შემდეგი ფეხბურთელები იხმო: ინიაკი პენია, გავი, ნიკო გონსალესი, ალეხანდრო ბალდე და ალვარო სანსი
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია
დაცვა: დესტი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, უმტიტი, გარსია, ალბა, ბალდე
ნახევარდაცვა: ბუსკეტსი, გავი, ნიკო, პუჩი, ფ. დე იონგი, სანსი
თავდასხმა: მემფისი, კოუტინიო, ლ. დე იონგი, ფატი, დემბელე, დემირი
მატჩი “ოლიმპიურზე”, თბილისის დროით, 23:55 საათზე გაიმართება.
იმედია არ წავაგებთ, უეფაც რო არ დავკარგოთ.
უთავო დემბელეს იქნება, თავი დაადგან კისერზე და აზროვნებით ითამაშოს
ძაან გვჭირდება ამ თამაშში მოგება, კაია ესენი რომ დაბრუნდნენ
ძაან კაი ხვალ მოვიგებთ იმედია ვისკა ბარსა❤️💙