ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მწვრთნელი ჯერ არ გამხდარა, თუმცა გუნდის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს.
ჟურნალისტები, ტონი ჟუანმარტი და ფაბრიციო რომანო Twitch-ზე სწორედ “ალ სადის” თავკაცზე საუბრობდნენ და აღნიშნეს, რომ 41 წლის სპეციალისტს “ბარსაში” ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის მოყვანა სურს. “მაესტროს” შემტევი უკვე შერჩეული ჰყავს – ის გუნდში კინგსლი კომანის ხილვას ისურვებდა, რადგან ფიქრობს, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელი 4-3-3 ფორმაციაში კარგად ჯდება; რაც შეეხება უკანახაზელს, ესპანელს ხავიერ მასკერანოს პროფლის მოთამაშის ყოლა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი 3 ნოემბრის შემდეგ გახდება და პირველად გუნდს “სელტას” წინააღმდეგ გამოიყვანს, მანამდე კი ლურჯ-ბროწეულისფრებს სერჟი ბარჟუანი მოამზადებს.
ეგენი რეალს ურჩიე, მბაპე, ჰოლანდი, დე ლიხტი და კიდევ 5-6 კაცი რო ყავს გეგმაში მოსაყვანი. ბარსას ახალგაზრდები არ აკლია თავისი აღზრდილი. რეალიდან კი მარტო კასილასი და რაული მახსენდება ვინც ფეხბურთი ითამაშა.
ჯერ არ მოსულა და უკვეეე?
შეთანხმებულია ყველაფერი და 3 ნოემბრის მერე მოვა
ისაკს ვისურვებდი
შკრინიარი ლუის დიასი
ფატი შეწიონ ცხრიანზე და მარჯვნივ კოლადოს მისცენ შანსი
ჯერ თვითონ ხავის არ უთქვია მივდივარო და უკვე ნახევარ მცველი და შემტევი უნდაო 😁🤣😁
არველოდები განსაკუთრებულ რაღაცეებს მაგრამ ვფიქრობ ხავი მოხოდავს გუნდს პიკე პრეზიდენტად ხავი მწვრთნელად
არც ფინიშერი გვყავს და არც კარგი მარჯვენა ვინგერი. 9 იც გვინდა ისეთი 25 გოლი რო დადოს და ფლანგზე გამქცევი ვინგერიც. სალაჰი და მბაპე ორი ერთშია მარა სადაა აბა. ისე სოსიედადის დარბევა მოჟნა. ისაკი ოიერზაბალის გამოწევა.
სალაჰი მართლა კარგი იქნებოდა მარა ვინ გამოუშვებს მაგას, ცენტრში აგუერომ იქნება ქნას რამე ჯერ მაქვს მაგის იმედი, კლასი და გამოცდილება არ აკლია. ისააკი კაი ფეხბურთელია მარა ბარსელონაში რამდენად გაქაჩავს საკითხავია. კლოპი ან ვინმე ტოპ მწვრთნელი ძაან ძლიერ ფეხბურთელად აქცევს მარა ხავი რას იზამს ჯერ არ ვიცით.
არც ფინიშერი გვყავს და არც კარგი მარჯვენა ვინგერი. 9 იც გვინდა ისეთი 25 გოლი რო დადოს და ფლანგზე გამქცევი ვინგერიც. სალაჰი და მბაპე ორი ერთშია მარა სადაა აბა. ისე სოსიედადის დარბევა მოჟნა. ისაკი ოიერზაბალის გამოწევა.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს და აქ დავწერ მაინც… მცველებიდან დე ლიხტი ან ლაპორტი (შედარებით რეალური) და შემტევებიდან ჰალანდი/ოსიმენიდან რომელიმე დაგვხატავდა ამას+ პოგბა რომ მოეყვანათ უფასოდ აგერ ტოლისოც აღარ ახანგრძლივებს ბაიერნთან… მაგრამ ამ გადმოსახედიდან ძალიან არარეალურია…
კომანი გაუმჯობესებული დემბელეა. მარა თუ ბაიერნში ტრავმას ტრავმაზე იღებს მაშინ ბარსაში ვაბშე დემბელეს გადაუჯოკრის. სტაბილური ვინმე გვინდა უფრო. სტერლინგი ცუდი ფინიშინგის მიუხედავად არ იქნება ცუდი. კარგები ვინც არიან ვიცით მარა ჯერ ისევ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა სდიონ. არადა ახლა ხავის თავის გემოზე რომ მისცე 200 მილიონი კი მოაწყობდა გუნდს.
ისე კომანზე მეც ვფიქრობდი მაგრამ არ წამოვა აქეთ მგონი