workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ახალგაზრდები კიევის დინამოს დაუზავდნენ

ბარსელონას ახალგაზრდები კიევის დინამოს დაუზავდნენ

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ეგიდით, “ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” 19 წლამდელთა გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0-0, დასრულდა.

“ჟუვენილ ა-ს” ფეხბურთელები “დინამოელ” თანატოლებს თამაშით აღემატებოდნენ და უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, თუმცა კიევური გუნდის 19 წლის მეკარის, რუსლან ნეშჩერეტის ბრწყინვალე თამაშის გამო, გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი გასულ სეზონში “ბარსელონას” პირველი გუნდის წინააღმდეგაც იდგა კარში და თავი 12 სეივით დაგვამახსოვრა.

3 ტურის შემდეგ, “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდს 4 ქულა აქვს, “დინამოს” კი – 7 და პირველ ადგილს იკავებს. ამჟამად, “ბენფიკასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება მიმდინარეობს. პორტუგალიელთა მოგების ან ფრის შემთხვევაში, “ბარსელონა” მესამე ადგილზე ჩამოქვეითდება, ხოლო თუ “არწივები” წააგებენ, “ბარსა” ჯგუფიდან გამსვლელ მეორე პოზიციას შეინარჩუნებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2021, 18:08
    #2

    გადაედოთ ამათ უფროსებისგან უმაქნისობა. არადა არც ისე დიდი ხნის წინ საერთოდ იგებდა ამ ტიტულს.

  • El pistolero 9
    schedule 21 ოქტ 2021, 02:13
    #1

    ეს ნეშჩერეტი გადმოიყვანონ. ტიპმა იფრინა ჩვენთან. ისე როგორი მეკარეა არვიცი. ასეთი თუა სულ რავი 🙌🙌