ბარსელონა რონალდინიოს შვილით კმაყოფილია

ბარსელონა რონალდინიოს შვილით კმაყოფილია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლეგენდარული რონალდინიო გაუჩოს შვილი, ჟოაუ მენდეს დე ასის მორეირა ჟუვენილ ა-ში (19-წლამდელთა გუნდი) თანდათან თავს იმკვიდრებს. 

18 წლის ბრაზილიელმა “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში 5 მატჩში მოედანზე 238 წუთი გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, კლუბი მისი მონდომებით, ძალისხმევითა და თავმდაბლობით ძალიან კმაყოფილია.

რონალდინიოს შვილს თამაში თავდამსხმელად და ნახევარმცველად შეუძლია.

ჟოაუ მენდესს “ფლამენგოს”, “ვასკო და გამას”, “ბოავისტასა” და “კრუზეიროს” აკადემიებში უთამაშია. 2022 წლის თებერვალში, 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, მან “კრუზეირო” დატოვა და თითქმის 1 წელი უგუნდოდ იყო, “ბარსას” კი 2023 წლის იანვარში შემოუერთდა. რონალდინიოს შვილმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი ოფიციალურად გასული წლის 2 მარტს გააფორმა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 11 თებ 2024, 17:19

    5 თამაშში გოლი არ აქვს შემტევს და რა მოეწონათ?

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 10 თებ 2024, 00:33

    წარმატებები რონალდინიოვიჩ

  • nika 54
    schedule 09 თებ 2024, 23:04

    რავიცი დიდი ფეხბურთელების შვილები იშვიათად იმეორებენ მშობლების მიღწევებს და ეს რას იზავს.