"ოპერაცია პედრი" - "ბარსელონა" კიდევ ერთი ტალანტის შეძენას აპირებს | Sport

"ოპერაცია პედრი" - "ბარსელონა" კიდევ ერთი ტალანტის შეძენას აპირებს | Sport

მოგეხსენებათ, 2019 წლის სექტემბერში "ბარსელონამ" ძალიან ახალგაზრდა პედრი "ლას პალმასიდან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით კუნძულელთა რიგებში დატოვა.

ახლა კი, Diario Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, კატალონიელები ცდილობენ, მსგავს სტრატეგიას კვლავ მიმართონ და "ვალიადოლიდის" ტალანტი, ივან სან ხოსე "ჩუკი" გაიფორმონ.

წყაროს ცნობით, 16 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფავორიტები არიან.

სან ხოსე რონალდო ნაზარიოს მფლობელობაში მყოფი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში პირველ სეზონს ატარებს.

რაც შეეხება პედრი გონსალესს, 18 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში, "ბარსას" მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 18 მატჩში 2 გოლი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 22 დეკემბერი 2020 13:32
    2
    ბევრი პედრი გუნდში !!
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #6 22 დეკემბერი 2020 11:26
    0
    პედრიმ მასაში უნდა მოიმატოს და ძააან თესლი კაცი დადგება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 დეკემბერი 2020 01:40
    2
    ნუ ეხლა ბავშვია და არა მგონია, რომ რაკი ვალიადოლიდის პრეზიდენტი რონალდოა, ეგრე არასერიოზულად მიუდგა და ტალანტად შერაცხა, რომ გაყიდოს სარფიანად barca-6
    ამიტომ მაინც მაქვს იმედი, რომ კარგ ბალღს მიაგნეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 დეკემბერი 2020 01:06
    1
    არსად არ დევს ინფორმაცია ამის შესახებ;
    ნუ აშკარად ბავშვია, არასრულწლოვანი და თუ ნიჭერია, მაშინ ჯერ აკადემიაში და მერე ნელ-ნელა ასაკობრივ გუნდში, იქნებ გამოდგეს
    Culé [?]
    #3 22 დეკემბერი 2020 01:02
    2
    ციტატა: Terstegen
    მცველი დაიმატეთ ჯერ🙏

    დიეგო ალმეიდა 16 წლის, ხუვენილ ა-ში თამაშობს, ლამასიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული მცველია. <3
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 22 დეკემბერი 2020 00:53
    1
    და როგორია ეს ბიჭი არ ვიცი ამის თამაში კარგია ? ისე ნახევარმცველის ყიდვას ჯერ მცველი როა საყიდი ამას მარტო ჩვენ ფანები ვხედავთ თუ რახდება :დ
    წევრი [?]
    #1 22 დეკემბერი 2020 00:44
    1
    მცველი დაიმატეთ ჯერ🙏