workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ ეტო’ო: ბარსელონა მანერვიულებს

სამუელ ეტო’ო: ბარსელონა მანერვიულებს

“ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო, კატალონიური კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

ბოლო დროს, “ბარსელონა” მანერვიულებს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც “ბარსა” გვიყვარს, ახლა, საუკეთესო დრო ნამდვილად არ დგას.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა ძალიან რთული გადასატანი იქნება, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება.

კამერუნელის აზრით, 24 ოქტომბერს გასამართი “ელ კლასიკო”, შესაძლოა, “ბარსასთვის” გარდამტეხ მომენტად იქცეს.

“ბარსელონამ” სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს უნიკალური მატჩი უნდა გამოიყენონ, რათა სიტუაციის შემოტრიალება შეძლონ, “რეალთან” გამარჯვება ექვსი ქულის ტოლფასი იქნება.

“ელ კლასიკო” მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი თამაშია. ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მითამაშია, მაგრამ “ელ კლასიკო” ყველასგან გამორჩეულია.

– მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

“ბლანკოსთან” დაპირისპირებამდე, რონალდ კუმანის გუნდს “ვალენსიასთან” (17 ოქტომბერი) და კიევის “დინამოსთან” (20 ოქტომბერი) მატჩები ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • r13
    schedule 12 ოქტ 2021, 00:04
    #6

    ეტოოო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულეაა. მიესალმეთ მადრიდელო ნაბიჭვრებო ჩემპიონებს

  • Barca1980
    schedule 11 ოქტ 2021, 16:59
    #5

    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    Barca1980,
    ბაზარი არაა ვისაუბროთ ამ სეზონში არავინ არ გაუშვებს 😃 მარა ვისაუბროთ მაგასეც არაა პრობლემა მარა შენ რაზე უნდა გესაუბრო?

    Barca1980,
    შენ რო ზიხარ და იფხან გუნდის პრეზიდენტი ბართუმეუს მოსაქმულს ასუფთავებს ამიტო შენი კომენტარები არაფერს წარმოადგენს ისევე როგორც შენ 😃

    Barca1980,
    და რო გაფარჩაკდეს შეგიძლიათ რეალს უგულშემატკივროთ რამე არ აკლდება არც ბარსელონას არც ჩვენ გინდა უყურე ესეთ კლუბს გინდა არა 😃 ჰალამადრიდზე შეგიძლია დარეგისტრილდე და იყო იქ

    Barca1980,
    და ელ კლასიკოში ვინც მოიგებს იმათკენ იყავი ბევრს გაგვახარებთ ესეთი უაზრო გულშემატკივრები ბარსელონას რო მოშორდებით ბევრი რო ამბობს ბარსას ბავშვები გულშემატკივრობენო აი ეგ სტერეოტიპიც შეიცვლებოდა ასე რომ გაგვახარეთ და რეალისკენ გადადით 😃


    ნუ ზრდილობასთან დაკავშირებით , რომ პრობლემები გაქვთ ეგ გასაგებია . პიროვნული თვითშეფასების პრობლემაც გაქვთ , რადგან აგრესიული სტილით ცდილობთ ყურადღების მიპყრობას , და ვინ რას წარმოადგენს , არა მგონია მაგის შესაფასებლად ინტელექტი გეყოთ საერთოდ .

  • Barca1980
    schedule 11 ოქტ 2021, 16:19
    #4

    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    La Pulga10,
    ჭირდება კლუბს ორი ფიზიკურად ძლიერი გამოცდილი ნახევარმცველი ერთი ფიზიკურად ძლიერი მცველი და მაქსიმუმ 2 თავდამსხმელი ესეთია სტერლინგი და დანი ოლმო და მაგას კუმანის გატდა ბევრი ვხვდებით მარა ჩვენზე კარგად კუმანმა იცის რაც ჭირდება კლუბს 😉

    Barca1980,
    კუმანი სეზონის ბოლომდე დარჩება და შეუძლია კიდეც რო იქითა წელსაც დარჩეს თუ ამ წელს ვერ მიაღწია წარმატებას მაინც არ შეიცვლება მწვრთნელი ამ სეზონში და ზაფხულს კი მარა ხავი არ მოვა მწვრთნელად

    კუმანის დარჩენასთან დაკავშირებით , ვისაუბროთ დინამოსთან თამაშის მერე , და თუ ეგეც არ გახდა საკმარისი , სადაც გაიფორმებს კუმანი ოფიციალურად ფლეი ოფში ვეტ გასვლას , თუ ეგეც არ გახდა საკმარისი , 24 ში რომ ელ კლასიკოში გაფარჩაკდება , მერე დაჯდეს ყლაპორტა და იმღეროს დიონისეს დითირამბები 😁😉

  • Barca1980
    schedule 11 ოქტ 2021, 15:47
    #3

    არა მგონია ელ კლასიკომდე მიაღწიოს კუმანმა . არსებობს მწვრთნელების კატეგორია , ვისაც საუკეთესო ფეხბურთელებისაგან რომ შეუკრიბო გუნდი , მაინც იმას ითამაშებს რასაც თვითონ ფიქრობს და ხედავს , არა აქვს მეტი აზროვნება და მორჩა . დამისახელეთ ბოლო წლების ჰოლანდიელი წარმატებული მწვრთნელი კრუიფის მერე ? არ დაიწყთ ვან გაალი და ტოშაკი , ვამბასტენი კიდევ , გახსოვთ რაც დაემართა ვან ბასტენის ნაკრებს რუსეთთან ? გუნდა რომელმაც იტალია და საფრანგეთი ცოცხლად შეჭამა , არშავინს ნაკრებთან ჩაისვარა . ერთადერთი შედარებით წარმატებული მწვრთნელ ჰიდინკი იყო , თუმცა ყველას აბსოლიტურად , ამოჩემებები სჭირდა , იგივე ადვოკაატს . სადაც ჰოლანდიელ მწვრთნელი გაიელვებდა , ყველგან ქაოსს ჰქმნიდა ჰოლანდიის გარეთ , ნაკრებსაც ეტყობა , საჭირო დროს ყოველთვის ფეხები უკანკალებთ . ბარსელონასაც ეტყობოდა მათი თამაშის დროს . ისევ ესპანელებისა და სამხრეთელების დახმარებით უნდა გამოვიდეს გუნდი ამ კრიზისიდან , განსხვავებულად ესმით და გენეტიკაშიც სხვანაირი ინსტინქტები აქვთ ფეხბურთის თამაშის .

  • La Pulga10
    schedule 11 ოქტ 2021, 15:32
    #2

    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    nika 54,
    თავდამსხმელები ყავს კუმანის? მემფისის გარდა სხვა?

    nika 54,
    როდის თქვა რო ნახევარდაცვას უჭირსო? შემტევები არ ყავს და 10 წლის ბავშვიც მიხვდება ან თუ ვერ მიხვდება 1 ჯერ ნათქვამს გაიგებდა 10 ნათქვამს თუ არა და აი შენ და თქვენ ბევრი რამდენი წლისებიხართ? ქართული გესმით?


    სულ იმაზწ წუწუნებს ფიზიკურად ძლიერი ნახ.მცველი გვჭირდება კარგად არ გვაქვს საქმეო და რავიცი.კუმანის სამწვრთნელო კვალიფიკაციაში დიდი ეჭვი მეპარება,ალბათ კრუიფის ხათრით მისცეს ლიცენზია.

  • nika 54
    schedule 11 ოქტ 2021, 12:36
    #1

    გეთანხმებით სამუელ, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიზავთ. სანამ კუმანი ბარსაში იქნება ყველაფერია მოსალოდნელი. აგერ ბუსკეტსი გუშინ ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა, გავი ტოლს არ უდებს. გვყავს ფრენკი და მეტი რა უბედურება უნდა კარგ ცენტრს, რით ვერ დაალაგა საქმეები ცენტრში. დაცვაზეც ვერ იტყვი რო ყველა უვარგისია, და არც თავდასხმა არ არის მთლად მკვდარი. ამ გუნდით ტიტულებს თუ არა მინიმუმ ესე პაზორნად არ უნდა აგებდეს, მითუმეტეს ლა ლიგის აუტსაიდერებთან.
    არვიცი ლაპორტა რას ფიქრობს, მაგრამ მაგარი დარხეული რო გვაქვს ფაქტია.