"ბარსელონას" რადარზე ურუგვაელი შემტევია

"ბარსელონას" რადარზე ურუგვაელი შემტევია

კატალონიის "ბარსელონა" რონალდ კუმანის გეგმის სისრულეში მოსაყვანად, შემტევების ძიებას განაგრძობს. ამჯერად, "ბლაუგრანას" რადარზე 21 წლის დარვინ ნუნიესია.

დარვინი "ბენფიკაში" ასპარეზობს, სადაც "ალმერიას" დატოვების შემდეგ გადაბარგდა. როგორც პორტუგალიური გაზეთი O jogo იუწყება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სკაუტები ნუნიესის თამაშის სანახავად "ესტადიო და ლუჟზე" იმყოფებოდნენ.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში, 13 მატჩში, 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 8 დეკემბერი 2020 19:54
    0
    ცოტა ტლანქია ჰოლადნსა არ იყოს, ძალიან მაღალი ყოფილა ამხელა არ მეგონა. იყო ბევრი თამაში ბენფიკაში სადაც საკმაოდ ინერტული იყო მარა იცის ხოლმე აფეთქებაც. ნიჭიერი ნამდვილად არის და სწორი მწვრთნელი განავითარებს. ესეთი 9ნი გვინდა, საჯარიმოში არეულობა და გუნდის სტილში სიალხე რო შემოიტანოს. ტიპიური 9 და არა ლაუტარო ან დეპაი. იმათაც მივიღებდით სიამოვნებით მარა მაინც განსხვავებული სჯობს. ნუნიეზი ჩემი ფავორიტია, ესპანეთიდანვე უნდა გვეყიდა აწი მოგვიწევს 50-60 მილიონის გადახდა. თან ბენფიკა რეალის მეგობარი გოგონაა. თავის ტალანტებს ჯერ იმათ სტავაზობს
    ფანი [?]
    #3 8 დეკემბერი 2020 01:33
    0
    მაგარი ბიჭია,მევასება ბენფიკა მას ვბალეშიკობ პორტუგალიაშიც და ისეც და ხშირად ვუყურებ მათ თამაშებს.
    ძალიან დიდი მომავალი აქვს,სუარესი კავანის ნაჯვარია)))მარა რეალი აპირებს ყიდვასო,თუ ჰალანდი ვერ ვიყიდეთ ან ეს ან ლაუტარო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 დეკემბერი 2020 22:14
    1
    ათლეტური, მებრძოლი და საკმაოდ ტექნიკური
    თანაც ურუგვაელი
    მაქსი გომესს 100-ჯერ მირჩევნია
    გულშემატკივარი [?]
    #1 7 დეკემბერი 2020 22:10
    1
    ძალიან ნიჭიერია მე პირადად მივესალმები მის ტრანსფერს