"ბარსელონას" სუარესის შეცვლის ახალი კანდიდატი ჰყავს
- 2-11-2020, 18:08
-
WinGs
- 10

"ბარსელონა" ლუის სუარესის შემცვლელის ძიებას განაგრძობს. ESPN-ის კორესპონდენტების ცნობით, კატალონიური გუნდი ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესით დაინტერესდა.
21 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი "ბარსას" რადარზე პირველად წინა ზაფხულში გამოჩნდა, თუმცა მაშინ საქმე სერიოზულ მოლაპარაკებებამდე არ მისულა. მალევე, საქმეში "ბენფიკა" ჩაერთო და ნუნიესის სანაცვლოდ "ალმერიას" 24 მილიონი ევრო გადაუხადა.
ტექნიკური მდივანი რამონ პლანესი შეთანხმების მისაღწევად უკვე მუშაობს, თუმცა ტრანსფერისთვის კლუბის ახალი პრეზიდენტის თანხმობა იქნება საჭირო, რომელსაც მაქსიმუმ 90 დღეში აირჩევენ.
ნუნიესს ურუგვაის ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა. მან "სელესტეს" მაისურით გოლის გატანაც მოახერხა. მიმდინარე სეზონში, დარვინმა პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]