“გრანადასთან” გუშინ გამართული უსახური თამაშის (1-1) შემდეგ “ბარსელონა” გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გაშვებას აპირებს.
ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ნიდერლანდელი სპეციალისტის შეცვლის 5-6 კანდიდატი ჰყავს. კანდიდატურათა სიაში ჩავი ერნანდესი, ანდრეა პირლო, ანტონიო კონტე, ფილიპ კოკუ, იოახიმ ლიოვი და რობერტო მარტინესი შედიან.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსა” კუმანს გაათავისუფლებს, როგორც კი მის შემცვლელს იპოვის. ეს, შესაძლოა, დღეს, ხვალ ან მომავალ კვირაში მოხდეს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია.
ჩამოფასებული ჩამოფასებულია გინდა გერმანელი იყოს და გინდა სხვა რა მნიშვნელობა აქვს ! რა ლიოვი
ჩვენ სიტუაციაში ყველაზე კარგი ვარიანტი კლოპია ალბათ მაგრამ როგორ გინდა მოიყვანო ეგ არის საქმე