61 წლისა გახდა ჩვენი ჰანსი. ჰაიდელბერგში დაიბადა, დიდებულ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც კარგად არის შემონახული, რადგან ნაკლებად შეეხო მეორე მსოფლიო ომის ნგრევა. შეთანხმება დადეს გერმანელ-ინგლისელებმა, რომ ჰაიდელბერგსა და ოქსფორდს არ დაბომბავდნენ. ხედავ შენ, მეორე მსოფლიო ომშიც კი დარჩა ღირსების ადგილი. კარიერა ადგილობრივ “ზანდჰაუზენში” დაიწყო და 20 წლის ასაკში “ბაიერნმა” წაიყვანა. დიდი ამბავია 20 წლის ბიჭისთვის, ოთხი ბუნდესლიგა მოიგო მინხენში და 1987 წელს ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა, სადაც “პორტუსთან” დამარცხდნენ.
“ბაიერნში” მისი პირველი მწვრთნელი უდო ლატეკი იყო, (წარსულში ბარსას მწვრთნელი, რომელსაც ვერ იტანდა მარადონა) მოგვიანებით “კელნშიც” გადაიკვეთებიან. მის მწვრთნელთა შორის კიდევ ერთი დიდი სახელია, რომელმაც ასევე იმუშავა ესპანეთში, ოღონდ, მადრიდში – იუპ ჰაინკესი.
კარიერა ნაადრევად დაასრულდა, სულ რაღაც 28 წლის ასაკში. ტრავმის გამო. ვან ბასტენი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მაინც ბევრი მოასწრო.

ჰანსი ფლიკი “ზანდჰაუზენის” აღზრდილია და ამავე კლუბში დაიწყო კარიერა. მხოლოდ რვა თამაშის ჩატარება მოასწრო პროფესიონალურ დონეზე და ოთხი გოლი შეაგდო. მერე კი გაეშურა მიუნხენისკენ.
ჰანსი ფლიკმა მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა.
ჰანსი ფლიკი დიეგო მარადონას წინააღმდეგ. “ბაიერნი” და “ნაპოლი” უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება “ნაპოლის” დარჩა, მარადონას გერმანელებმა ვერაფერი მოუხერხეს.
ზილკე და ჰანსი. მოგვიანებით დაქორწინდებიან. ჰანსი ზილკეს სიმსივნის დამარცხებაშიც დაეხმარება. ასეთი კაცია, ერთგული და მებრძოლი.
გერმანიის ნაკრების რუხი კარდინალი. იოახიმ ლიოვი ფლიკის იდეებს ეყრდნობოდა და წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, წარმატებამდე მარცხი იყო – ევრო 2008 წლის ფინალი ესპანეთთან წააგეს. 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალი ასევე ესპანეთთან, ფლიკს ყველაფერი წინ აქვს, ბალაკისთვის კი ყველაფერი დამთავრდა.
ბევრი ლოდინი არ დასჭირვებია, 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალი გერმანიამ მოიგო. ნახევარფინალში მასპინძლებს გადაუარეს და ყველასათვის საოცნებო ფინალი ჩაშალეს. გიოტცეს გოლით გერმანიამ მოიგო, მესის არგენტინა კი დამარცხდა.
ჰანსი “ბაიერნში” დაინიშნა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. დააბრუნა ის ფეხბურთი, რომელსაც ქომაგები ითხოვდნენ, პეპის ტიკი-ტაკა დიდად არ მოსწონდათ, ანჩელოტი საერთოდ ვერ გამოერკვა სად იყო, მიუნხენელებს რაღაც ისეთი სურდათ, რასაც იუპ ჰაინკესი აჩვენებდა, ფლიკმა ეს შეძლო. მოიგო ყველაფერი. საბოლოოდ კი ამ კაცთან კონფლიქტს შეეწირა, სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამეჯიჩის მხარე ოლივერ კანმა დაიჭირა და აქ დამთავრდა ჰანსის ისტორია. აქ კი ხარობენ, მაგრამ მაშინ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ჰანსი ჰასანს ხელითაც შეეხო.
“ლისაბონის კოშმარის” მთავარი შემოქმედი. ფლიკის “ბაიერნმა” ბარსას 8:2 მოუგო. გერმანელისა და კიკე სეტიენის შედარება უბრალოდ სასაცილოა.
ესეც ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი. “ბაიერნმა” ფინალში პსჟ დაამარცხა.
ისევ იგივე – ჰანსი ფლიკს ყველაფერი წინ აქვს, ნეიმარისთვის კი ყველაფერი დასრულდა.
ფლიკის პირველი დიდი წარუმატებლობა – გერმანიის ნაკრებს ვერც მან უშველა.



ფლიკი არ ყოფილა ჭიათურაში, მე მგონი თბილისის მეტრომშენშია გადაღებული.
4 რომ უნდა გაეტანათ და ცერ გაიტანეს, ზუსტად მანდ ჩანს რომ კლასი არ აქვთ რეალის დასამარცხებლად. რაც შეეხება ბარსელონას, ჩვენ შანსი მარტო რეალთან გვაქ, ბალერინები ჩვენი ბულკები არიან და გამოგვდის მაგათთან თამაში.
Tsukuyomii27,
ეხლა ვნახავთ სამომავლოდ გამოდგება თუარა😀
ეხლა ვნახავთ სამომავლოდ გამოდგება თუარა😀
ბერნალმა რომც ვერ ითამაშოს დასკვნას ვერ გააკეთებ.
ტრავმა ქონდა და ფორმაში შესვლა რთულია
😂😂😂😂 აუცილებლად
„ბარსელონას“ შტაბი ნახევარმცველს აფასებს, თუმცა, მოლოდინი, რომ ფრენკი/ფრენკი მალე გამოჯანმრთელდება, იტყობინება Diario AS.
მალე გამოჯანმრთელდი, ფრენკი! 👊🏼
მაინც და მაინც ეხლა აქვს ტრავმა როცა როგორც იქნა ფორმაში შევიდა
ბერნალი გაიწურება
ეხლა ვნახავთ სამომავლოდ გამოდგება თუარა😀
ძან აპასნი გუნდია
Და ვინ არარი აპასნი? Ბოდო გლიმტი რო ბოდო გლიმტია ეგეც აპასნია. ეხლა ყველაზე კარგი დროა პარისეჟერმენი რო შეგვხვდეს პედრი დაბრუნდა გავიც ბრუნდება ფაქტობრივად სრული შემადგენლობით გავალთ. შარშან შეგვხვდა მარტივი კალენდარი ფლეიოფებში მაგრამ რა ხეირი პირველივე ძლიერ გუნდთან გამოვარდით თუ რამის დამტკიცება უნდათ ახლა გააკეთონ. Პარიზი არსენალთან და ბაიერნთან ერთად ჩემი მოკრძალებული აზრით სამ მთავარ ფავორიტებში გადის, მასეთი გუნდის გამოგდება მენტალიტეტს უფრო აუმაღლებთ
სულ ერთია პსჟ შეგვხვდება თუ ნიუკასლი. ორივე კაი გაკვეთილია. ვინც არ იცით ხვალ არის 15:00 წილისყრა
ულტრადები დაბრუნდნენო და ვნახოთ ატლეტიკოსთან უნდა იყვნენ.
დეიონგის ტრავმა სამწუხაროა, აი ბერნალისთვის კიდევ იდეალური ვარიანტია, ძლივს მოიპოვა ფლიკის ნდობა და აძლევს შანსებს, ახლა ფრენკის მაგივრადაც ეგ დადგება დიდი ალბათობით, ასე რომ უნდა მოინდომოს ბოლომდე და საყრდენის პრობლემაც მოგვარდება.