“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესი ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდის შედეგები მწვრთნელის შეცვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ლაპორტამ აღნიშნა, რომ ჩავის სიტყვებმა გარკვეულწილად გააკვირვა და დაამწუხრა. მისი თქმით, მას კარგად ესმის, რომ ყოფილი მწვრთნელი შესაძლოა იმედგაცრუებული იყოს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიეღო.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ამ კონტექსტში გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელიც ახსენა – ჰანსი ფლიკი.
ლაპორტას თქმით, დღევანდელი შედეგები გარკვეულ განსხვავებას აჩვენებს.
მესმის, რომ ჩავი შეიძლება ტკივილს გრძნობდეს. მაგრამ იგივე ფეხბურთელებით, რომლებიც მას ჰყავდა და რომლებთან ერთადაც გუნდი აგებდა, ახლა ფლიკი იგებს.
პრეზიდენტის განცხადებით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ხშირად რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგას და მწვრთნელის შეცვლა სწორედ ასეთი ნაბიჯი იყო, რომელიც კლუბის განვითარების მიზნით გადაიდგა.
ლაპორტამ ასევე აღნიშნა, რომ ჩავის ზოგიერთი განცხადება განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო. მისი თქმით, არსებობს შთაბეჭდილება, რომ ყოფილი მწვრთნელი გარკვეულწილად გამოიყენეს იმ დებატებში, რომლებიც კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა დასძინა, რომ კლუბის მართვა ყოველთვის რთულია და გადაწყვეტილებები ხშირად კრიტიკას იწვევს, თუმცა მთავარი მიზანი გუნდის წარმატებაა.
ერთი ფაქტია, ამ ამბავში ლაპორტა მართალია. სად ჩავის შედეგები და სად ფლიკის.
me da barca, [b]Bola
ხალხი რომელმაც ფეხბურთი ისეთი იცის და ისეთს აღიქვამს როგორიც ნამდვილად იყო და არის, ლეოს ვინც რამეს და ვინმეს ადარებს შორს არი პირდაპირი და ირიბი გაგებით ფეხბურთის სფეროში ან არ უყვარს ფეხბურთი როგორც სპორტი და წარმოუდგენია როგორც ბიზნესი, არადა იდიაში ფეხბურთია: კრუიფი, მესი, ხავი,რონალდინიო, ზიდანი, მოდრიჩი, მალდინი, პუიოლი, დელპიერო, ინიესტა, ძანეტი, ჯერარდი, სქოულზი და ასობით ლეგენდა რომელმაც ფეხბურთი ისეთი შეგვაყვარა როგორც აღტაცება სიხარული და სიამოვნება სპორტის, მერე გაჩნდენ ''ლაპღორღა'' ტიპები რომლებიც ჩვეულებრივ პოლიტიკოსები არიან და მაგრა სუქდებიან ყველაფრის ხარჯზე, სალაფავი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა ყველაფერი
კომეტარები ამოვიკიტხე რომელიც ნამდვილად ჩვენებურის ნაფიქრია თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით
რამდენი მომენტი გვინახავს თამაშის დროს, როცა მესი უხსნიდა და ასწავლიდა დემბელეს როგორ ემოქმედა. აქ კი წერენ მესი რომ დარჩენილიყო იამალი ასეთი ვერ გახდებოდაო. უკეთესიც გახდებოდა ამაში დარწმუნებული ვარ. პიროვნებაც კი უკეთესი გახდებოდა თავში ავარდნები, რომ აქვს ზოგჯერ. ყველაზე ცუდია ადამიანის დაუფასებლობა, რასაც აქ ვხედავ ზოგიერთებისგან.
მესი დაისვა წინ ტრიბუნაზე, თვითონ დადგა მიკროფონთან, აქო და ადიდა მესი ლაპორტამ. ამას ვიზამ იმას ვიზამ თუ მოვიგეო, გამოიყენა და მერე როგორც ფეხის ტილო მოისროლა, მოატყუა და ისეთ დროს უთხრა უარი, როცა დაახლოებით 1 კვირაში სეზონი იწყებოდა, ტიპი ატირა და როგორია უცებ აიბარგო ოჯახიანად და საცხოვრებლად სხვა, სრულიად უცხო ქვეყანაში და გუნდში გადახვიდე და ამ საქციელს ამართლებთ. თუ მესი პრობლემა იყო, მაშინ რატომ გამოიყენე ეს ,,პრობლემა"? ყოველივე ამის მერე ამ კაცს სიტყვაც არ დაცდენია ლაპორტას საწინააღმდეგო და რამხელა კაცი ყოფილა. მესი ბრენდია, მესი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გენიოსია და დარჩება ასე სანამ ფეხბურთი იარსებებს. ლაპორტა კი დარჩება ერთი რიგით აფერისტი პრეზიდენტი, რომელიც პირველ ჯერზე იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ხოლო მეორე ჯერზე მესი გამოიყენა და მერე გადააგდო. დანარჩენი, ვალები, ატკატკები და სხვა რამეები მერე გამოჩნდება, როცა გუნდს მოშორდება.
ჩავი ლეგენდაა, ძალიან მიყვარს;
ლეოს რაც შეეხება, ფეხბურთის ერთადერთი ცოცხალი მეფეა, ჩემი სახელიც რაღაცას გეტყვით ალბათ…
შედეგი, გამარჯვება, უნდა ეზრუნა თამადას ამაზე
ჩავის ცუდი სეზონები არ ჰქონდა, ამგრამ ბოლოს გაექცა სადავეები, 62.7% მოიგო, 2 ტიტული
ჰანსიმ 75.5%, 4 ტიტული, მე-5 ტიტულისათვის ლა ლიგაზე 1 ადგილზეა და ლიგაზეც კი მეეჭვება, მაგრამ ჯერ თამაშშია…
სეტიმენტები და ემოციები გვერდზე, წყეულ რეალს დელ ბოსკე, მაურინიო, ანჩელოტი და ზიდანი ჰყავს არაერთხელ გაშვებული;
სწრაფვა ჰქონდათ გამარჯვებისკენ, ჰო, ბიძნური ხერხებითაც მაგრამ მაინც
დაძღნარდით ყველამ !! აგერ ტებასი გამოვიდა ჩემი ბაბოს გეფიცებით ცრუობსო ხავი 🤣ლალიგას არავითარი თანხმობა არ მიუცია ბარსასსთვის მესის ყიდვის და დარეგისტრირებისო 🫶
არცერთი არ ხართ აზრზე ვინც მესის ფენომენს ვერ ხვდებით. ჩემპიონთა ლიგას ისეც და ასეც ვერ იგებენ და 100 წელი რომ გავა 2 ით მეტი ლა ლიგა დაუგროვდა ამ წლებში ბარსელონას თუ ნაკლები ეგ არავის ემახსოვრება. მაგრამ მესი და მისი ბარსელონური კარიერა ემახსოვრება ყველას სანამ ფეხბურთი იარსებებს. მესი არის მოვლენა, არავინ აყენებს კლუბზე მაღლა მაგრამ ბარსელონას გულშემატკივარმა მესისთან მიმართებაში როგორ უნდა ჩართო პრაგმატულობა და ასე ჯობდა კლუბისთვის, ჯობდა წასულიყოო როგორ უნდა თქვა. მთელ მის კარიერას ვუყურეთ, საოცრებები აკეთა, ჯადოქრობები, ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აჩუქა გუნდს, სულით გულით უყვარდა ბარსელონა, თავმდაბალი წესიერი კაცი და ისტორიაში ყველაზე დიდი. და აქ იმას ტირიან არ დააპრესინგებდა კარგად გუნდი დაზარალდებოდაო. ჯერერთი გავ*არი გუნდს რა იყო მერე რომც შეექმნა პრობლემა გადაციტანდით უთასობას, და მერე კიდე რაის პრობლემებს შექმნიდა რანაირად გაქვთ ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზიაა როცა ამხელა სისულელეს იძახით რომ მესი გუნდს უფრო დააზარალებდა ვიდრე წაადგებოდა. 50 წლის ასაკშიც კი ახლანდელი ბარსელონას 90 % ფეხბურთელებზე მეტს გააკეთებდა. თუ პირველობა უნდოდა სულ და ჩაგრავდა ვინმეს ? იამალი რატო დაიკარგებოდა? თან ყვებოდა ყველას მესი და იამალს ამოიჩემებდა? რა დაგვიშავდებოდა ღირსეულად რომ დასრულებულიყო ეს ლამაზი ნაწილი ბარსელონასი. მესის დაეწყო და დაემთავრებინა აქ. არ იყო ღირსი? ფანები არ იყვნენ ღირსი? ლაპორტა არი ვირთხა. გაუმართლა სწორ დროს იყო პრეზიდენტი. იმენა ჩვენებური პერრსია. ზოგადად ყველა დაქლიავებული პრეზიდენტი ბარსელონას ყავს. ხავის სიტყვა და მესის ინესტასი და ასეთი ლეგენდების ყოველთვის დააყენეთ წინ ვიდრე ასეთი მოპოლიტიკოსა მმართველების. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ხავი სიმართლეს იძახის. არაუშავს წავიდეს ლაპორტა და თავიდან დაიწყოს გუნდის შენება თუ საშენებელია. წელს მაინც არ არიან ლიგის მომგებები და ლა ლიგას ისედაც იგებს გუნდი სულ რომ ჭიჭვეიშვილი თამაშობდეს
ორივე ძალიან ცუდად იქცევა