კუმანის განკარგულებაში მხოლოდ 3 თავდამსხმელია

კუმანის განკარგულებაში მხოლოდ 3 თავდამსხმელია

ასეთი უცნაური დრო დაუდგა “ბარსელონას” – მარტინ ბრეითუეიტის გამოკლება დიდი პრობლემაა.

ზეგ “ბარსა” ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს. გარდა იმისა, რომ მეტოქის ბანაკში ზოგადად უფრო კარგი სიტუაციაა (მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ დაუკარგავთ), მასპინძელთა მდგომარეობას სერიოზული საკადრო პრობლემებიც ამძიმებს.

ამჯერად მხოლოდ შეტევის ხაზს შევეხებით. ანსუ ფატის, უსმან დემბელესა და სერხიო აგუეროს მარტინ ბრეითუეიტიც შეუერთდა, რომელიც “ბარსას” დიდი ხნით გამოაკლდა. ეს ნიშნავს, რომ “ბაიერნთან” თამაშისთვის რონალდ კუმანის განკარგულებაში მხოლოდ 3 თავდამსხმელი იქნება – მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და იუსუფ დემირი. დეპაის არაფერს ვერჩით, დანარჩენი 2 კი “ბაიერნთან” სათამაშოდ იდეალური ვარიანტი ნამდვილად არაა. ცოტა ხნის წინ კუმანმა დაადასტურა, რომ ლუკ დე იონგი მისთვის გეგმა B არის. გამოდის, რომ “ბაიერნთან” თამაშს პირდაპირ გეგმა B-თი ვიწყებთ.

არის კიდევ ერთი ვარიანტი – ფილიპე კოუტინიო, რომელიც შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ბრაზილიელს ოფიციალურ მატჩში თითქმის 9 თვეა არ უთამაშია და იქნებ მას დე იონგი და დემირი სჯობდნენ.

კიდევ ერთი ვარიანტი ტაქტიკის შეცვლა და კუმანის საყვარელი 3-5-2 განლაგებით თამაშია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    13 სექ 2021, 18:54

    კუმანის განკარგულებაში მხოლოდ 3 თავდამსხმელია
    დავიჯერო 4 თავდამსხმელით უნდა თამაში?

  • nikusha
    12 სექ 2021, 21:51

    ტერ შტეგენი
    არაუხო-პიკე-გარსია
    დესტი/მინგესა-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
    კოუტინიო
    დეპაი