workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრის პირველი წელი რიცხვებში

პედრის პირველი წელი რიცხვებში

ზუსტად ერთი წლის წინ, პედრი გონსალესმა “ბარსელონას” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და ისტორიის პირველი ფურცლის წერაც დაიწყო. ესპანელის დებიუტი “ჟიმნასტიკი” წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში შედგა. “ბარსამ” ის შეხვედრა 3-0 მოიგო, პედრიმ კი 45 წუთი ითამაშა.

2021/22 წლების სეზონში, 18 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტ, 73 მატჩში, მიიღო მონაწილეობა. “ბლაუგრანას” გარდა, მან ევროპის ჩემპიონატსა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვა. ხსენებული 73 შეხვედრა ტურნირების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ლა ლიგა – 37 (მხოლოდ ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა)

კოპა დელ რეი – 6

ესპანეთის სუპერ თასი – 2

ჩემპიონთა ლიგა – 8

ესპანეთის ნაკრები (ძირითადი, 21-წლამდელთა და ოლიმპიური ნაკრებები) – 20

პედრიმ მიმდინარე სეზონის საწყის ორ მატჩშიც ითამაშა, რის შემდეგაც კლუბისგან ორკვირიანი შვებულება მიიღო.

57 შეხვედრა სასტარტოდან

18 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში 57-ჯერ მოხვდა და ჯამში 5273 წუთი დაჰყო მოედანზე.

გოლები

პედრის საქმე გოლების გატანა არაა, რის გამოც მან თავი ოდენ ოთხჯერ გამოიჩინა:

ჩემპიონთა ლიგაზე “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ – ამ შეხვედრაში 17 წლისა და 330 დღის გონსალესი ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ხოლო “ბარსას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ თავისი ბურთი შეაგდო ანსუ ფატიმაც და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ მატჩში ორმა 18-წლამდელმა მოთამაშემ გამოიჩინა თავი.

ლა ლიგაში “ბეტისის” წინააღმდეგ – პედრი “ბარსას” ისტორიაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა. მას ანსუ ფატი, ბოიან კრკიჩი და ლეო მესი უსწრებენ.

ლა ლიგაში ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ

ლა ლიგაში “ლევანტეს” წინააღმდეგ

მიღწევები

ახალგაზრდა ნახევარმცველმა “ბარსელონას” მაისურით კოპა დელ რეი მოიგო, ტოკიოს ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. პედრი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გონსალესი “ბლაუგრანას” ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უფრო ადრეულ ასაკში მსგავსი შედეგი ბოიან კრკიჩმა დააფიქსირა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 19:59
    #3

    ციტატა: Maradona
    გოლების გატანას უნდა მოუმატოს რა, გვჭირდება ახლა ეს კომპონენტი.


    ეგეც და საგოლე პასებშიც უნდა მოუმატოს თორე გვერდზე და უკან პასს მეც მოვახერხებ

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 19:08
    #2

    ესპანელი "რეკორდმაისტერი"-ია, ეს ბავშვი.

  • Maradona
    schedule 12 სექ 2021, 18:59
    #1

    გოლების გატანას უნდა მოუმატოს რა, გვჭირდება ახლა ეს კომპონენტი.