ფაბრეგასის მამა:" ცესკი "არსენალის" ფეხბურთელია"

ფაბრეგასის მამა:" ცესკი "არსენალის" ფეხბურთელია"

ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, ცესკ ფაბრეგასის მამამ, ფრანცესკ ფაბრეგასმა ისაუბრა "ბარსელონასთან" განმეორებით მატჩში თავისი შვილის თამაშზე, იტყობინება Marca. ფაბრეგასის მამამ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა ამ მატჩში ტრავმირებული ფეხით ითამაშა. მოგეხსენებათ ლონდონელები კატალონიელებთან 3–1 დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას:

" ამ მატჩში ცესკს ფეხის ტკივილი აწუხებდა და არ შეეძლო ნორმალურად დარტყმა. იგი ამ თამაშს მხურვალედ ელოდებოდა. ითამაშო "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" წინააღმდეგ– ეს რაღაც განსაკუთრებულია. რაც შეეხება ცესკის მომავალს, მე მას არ შევეხები. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ მომენტისათვის იგი "არსენალის" ფეხბურთელია," დაასრულა ფრანცესკ ფაბრეგასმა.

ცნობისთვის ფაბრეგასი "ბარსას" აღზრდილია და იგი "არსენალში" 2003 წელს ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.